დავით ქართველიშვილი ლევან ბეჟაშვილის განცხადებაზე: ახალ დანაპირებში თვალში გვხდება „გენდერული თანასწორობის“ შემოღების მცდელობა, როდესაც 60-წლიანი ზღვარი ათანაბრებს ქალსაც და კაცსაც - ეს არის ტიპური „ელჭიპიტისეული“ აზროვნების ნიმუში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
534 03 ივლისი 2023, 16:37
„ეს არის ტიპური „ელჭიპიტისეული“ აზროვნების ნიმუში - მაქსიმალურად აუარო გვერდი სქესების კლასიკურ (ბიბლიურ) აღიარებას. ისე, გასულ წელს ნიკა მელია რომ აკრიტიკებდა თავის თანაპარტიელებს („პარტიას ოცი წლის განმავლობაში არც ერთი პროგრამული დოკუმენტი არ შეუქმნია“), რას ერჩოდა? როგორც იქნა, ორი (!) პუნქტი უკვე სახეზეა...“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობამ“ ხალხს მორიგი ყალბი დაპირება შესთავაზა.

"ყველაზე „მომგებიანი ფიშკა“ პოლიტიკაში, განსაკუთრებით 5%-იანი პარტიებისთვის, პოპულიზმია - როდესაც არანაირი პასუხისმგებლობა არ გაგაჩნია, ან შენი ინიციატივების ეკონომიკური დასაბუთება არ მოგყავს. როდესაც მაჟორიტარულ არჩევნებში ფოთელებს ჰპირდები, მაგალითად, ჩემი გამარჯვების შემთხვევაში ქალაქიდან კოღოს გავაქრობო, მაგრამ ფოთელები ბოკერიას არჩევას ისევ კოღოებს რომ ამჯობინებენ. როდესაც ნულოვან ტოლერანტობას დაჰპირდები ამომრჩეველს და მაქსიმალურად აღუსრულებ დანაპირებს.

ამ ახალი დანაპირების საპენსიო ასაკის ნაწილში თვალში გვხდება „გენდერული თანასწორობის“ ელემენტის შემოღების მცდელობა, როდესაც 60-წლიანი ზღვარი ათანაბრებს ქალსაც და კაცსაც, ოღონდ მამრების არსებულ მდგომარეობას (65 წელი) „აუმჯობესებს“, ხოლო მდედრებისას (60 წელი) - უცვლელად ტოვებს. ეს არის ტიპური „ელჭიპიტისეული“ აზროვნების ნიმუში - მაქსიმალურად აუარო გვერდი სქესების კლასიკურ (ბიბლიურ) აღიარებას. ისე, გასულ წელს ნიკა მელია რომ აკრიტიკებდა თავის თანაპარტიელებს („პარტიას ოცი წლის განმავლობაში არც ერთი პროგრამული დოკუმენტი არ შეუქმნია“), რას ერჩოდა? როგორც იქნა, ორი (!) პუნქტი უკვე სახეზეა...“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი