დავით ქართველიშვილი ოპოზიციურ მედიაზე: კობახიძის ხარჯზე საკუთარი ნულოვანი თვითშეფასების ამაღლების მცდელობა პროგნოზირებადი წარუმატებლობით დაგვირგვინდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
537 04 ივლისი 2023, 12:38
"ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის პრეს-კონფერენციაზე ოპოზიციური მედიის წარმომადგენლების ქმედებას. ქართველიშვილის თქმით, ოპოზიციური მედიების წარმომადგენლები ცდილობდნენ ოპონირება გაეწიათ კობახიძისთვის და მდგომარეობიდან გამოეყვანათ იგი, მაგრამ ეს არ გამოვიდათ.

„როდესაც „ოფშორმედიის“ ე.წ. ჟჟჟურნალისტი ირაკლი კობახიძის პრეს-კონფერენციაზე არ შემოიფარგლება საკუთარი სტატუსით, გამოდის კითხვა-პასუხის ფორმატიდან, შედის ოპონირებაში, მუდმივად აწყვეტინებს რესპონდენტს, მანიპულირებს ფაქტებით და სიცრუეში ბრალს სდებს მას, ის რა თქმა უნდა, აღარ წარმოადგენს „მედიას“ - ის არის პოლიტიკური მხარე, ის არის პარტია.

გარდა ამისა, პრეს-კონფერენციაზე "ოფშორTV"-ს წარმომადგენლის მხრიდან ადგილი ჰქონდა რესპონდენტის მუდმივი პროვოცირებისა და ამით პრეს-კონფერენციის ჩაშლის მცდელობას. აღარაფერს ვიძახი საკუთარი თითქოსდა კოლეგების მიმართ სრულ უპატივცემლობაზე.

მოკლედ, კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, ვინაიდან რესპონდენტი ირაკლი კობახიძე იყო, ერთ-ერთი ყველაზე მყარი ფსიქოლოგიური მდგომარეობის მატარებელი ქართველი პოლიტიკოსი. „კოლეგისაგან" ოპონირების რეჟიმი გადაიბარა "გლავკანალის" წარმომადგენელმაც, რომელმაც პირდაპირ დაადანაშაულა საქართველო იმაში, რომ მისი ადგილი ლიბერალურ ევროპაში არ არის, ვინაიდან ხელისუფლებას არცერთი ევროპული ლიბერალური პარტიის მხარდაჭერა არ გააჩნია. ის, რასაც ჩვენ მივესალმებით, "გლავკანალმა" ტრაგედიად წარმოაჩინა. ირაკლი კობახიძის ოპონირების ფორმატში უნებლიედ ჩართვამ მწყობრიდან გამოიყვანა "ჟჟჟურნალისტი", ვინაიდან დაპროგრამირებული მაპროვოცირებელი რეჟიმიდან გამოიყვანა იგი და დებატებში დამარცხებული დაბალრეიტინგული პოლიტიკური პარტიის წევრად გადააქცია. ირაკლი კობახიძეზე საბოლოო შეტევის „საპატიო“ მისია იტვირთა "ჭუტავიზიის" წარმომადგენელმა. როგორ აპირებთო არაცალფეხზე დგომითა და „ანტიდასავლური“ რიტორიკით ევროპული ოჯახის წევრობას. შუშის თვალებით ისმენდნენ კობახიძის ლექციას იმაზე, რას ნიშნავს: პოლემიკა, უსამართლობა, სამარცხვინო ევრორეზოლუცია და ა.შ. და ვერაფერს რომ ვერ იგებდნენ, ამაზე მეტყველებდა მათი უსუსური მცდელობა, უხეშ და გოიმურ შეურაცხყოფაზე გადასულიყვნენ. მაგრამ აქაც ვერ გაუმართლათ, მათ წინაშე „მისტერ აუღელვებლობა“ ბრძანდებოდა. დებატები დასრულდა „ისტ-ვაკელი“ ალქაჯების ისტერიული კბილთა ღრჭენით. კობახიძის ხარჯზე საკუთარი ნულოვანი თვითშეფასების ამაღლების მცდელობა პროგნოზირებადი წარუმატებლობით დაგვირგვინდა. ვერ გაამართლა ტაქტიკამაც “გენდერულად" ფემიდები მიუქსიეს კობახიძეს, არადა ჰყავთ გოგატიშვილიც, სანაიაც და მელაძეც..." - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი