ვლადიმერ ბოჟაძე: სააკაშვილს რომ არავინ აწამებს საკუთარი ოჯახის და გარემოცვის გარდა, ეს ყველაზე კარგად "ნაცმოძრაობის წევრებმა" და მხარდამჭერებმა იციან, ამიტომაც არ დადიან ბელადის სიცოცხლის გადარჩენის მოთხოვნით, ,,ქურქუმალ ვაითის" მიერ დაანონსებულ აქციებზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
504 04 ივლისი 2023, 20:56
ვინ აწვდის ზელენსკის და სანდუს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორ ინფორმაციას ერთი საკითხია, მეორე საკითხია ამ დეზინფორმაციაზე ორი ქვეყნის პრეზიდენტი ღრმად რომ არის შეწუხებული და არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებენ, -  ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, ყველაზე კარგად სწორედ მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა იციან, რომ ყოფილ პრეზიდენტს არავინ აწამებს, სწორედ ამიტომ არ დადიანი მისი სიცოცხლის გადარჩენის მოთხოვნით გამართულ აქციებზე. ის იმედს გამოთქვამს, რომ აქციის მცირერიცხოვნობა დააფიქრებს უკრაინის პრეზიდენტს თავისი გადაწყვეტილების სისწორეზე.
"ვინ აწვდის ზელენსკის და სანდუს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორ ინფორმაციას ერთი საკითხია, მეორე საკითხია ამ დეზინფორმაციაზე ორი ქვეყნის პრეზიდენტი ღრმად რომ არის შეწუხებული და არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებენ, განსაკუთრებით მიუღებელია საქართველოს ელჩის დაბარება და ფაქტობრივად ქვეყნიდან გაძევება. ის რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე, ის რომ მას არავინ აწამებს(საკუთარი ოჯახის და გარემოცვის გარდა) ეს ყველაზე კარგად ნაცმოძრაობის წევრებმა და მხარდამჭერებმა იციან, ამიტომაც არ დადიან ბელადის სიცოცხლის გადარჩენის მოთხოვნით, ,,ქურქუმალ ვაითის" მიერ დაანონსებულ აქციებზე, ასეთ აქციაზე დადის რამდენიმე ათეული ადამიანი, იმდენი რამდენი კაციც უკრაინის დროშის გაშლას და ,,მასოვკის" აღქმას ჭირდება. ცალკე საკითხია რამდენად ნორმალურია საავადმყოფოს წინ პოლიტიკური აქციის ჩატარება, ყვირილი, ღრიალი, სტვენა და ხმაური, ავადმყოფების და ექიმების უფლებების ფეხქვეშ გათელვა. იქნებ დღევანდელმა ,,მრავალრიცხოვანმა" აქციამ მაინც დააფიქროს ზელენსკი იმ გადაწყვეტილების სისწორეზე რომელიც ვითომ სააკაშვილის წამების გამო, სრულიად უსამართლოდ მიიღო საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს ელჩის და ქართველი ხალხის მიმართ." - წერს ბოჟაძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი