ლევან ხაბეიშვილი - უდიდესი ტრაგედიაა, როცა გრიგოლ ლილუაშვილი, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოება აბარია, გეგმავს კრიმინალურ დახვედრებს, ჟურნალისტზე თავდასხმას - მოვუწოდებ დიპლომატიურ კორპუსს, ჰქონდეს რეაქცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
588 05 ივლისი 2023, 16:47

უდიდესი ტრაგედიაა, როცა რუსი ოლიგარქის პირადი ბანკირი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოება აბარია, გეგმავს კრიმინალურ დახვედრებს, ჟურნალისტზე თავდასხმას - მოვუწოდებ დიპლომატიურ კორპუსს, ჰქონდეს რეაქცია და შესაბამისი დრო, ყურადღება დაუთმონ ამ უმძიმეს ფაქტს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც „ფორმულას“ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის კადრებს გამოეხმაურა.

მშვილდაძის თქმით, ლილუაშვილმა უნდა იცოდეს, რომ მართლმსაჯულების წინაშე აუცილებლად წარდგება.

„უდიდესი ტრაგედიაა, როცა რუსი ოლიგარქის პირადი ბანკირი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოება აბარია, გეგმავს კრიმინალურ დახვედრებს, ჟურნალისტზე თავდასხმას. ყველაზე სამარცხვინო კაცია ივანიშვილის ბანკირებს შორის, რომლებიც პირადად მას ემსახურებიან და არა ხალხს. ლილუაშვილს ამ დრომდე შერჩა სასულიერო პირების თვალთვალი, პედაგოგების მოსმენები, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების მიყურადება და ფიქრობს, რომ სულ ასე გაგრძელდება. კარგად უნდა იცოდეს, პუტინისა და ივანიშვილის მსახურმა ლილუაშვილმა, რომ აუცილებლად წარდგება მართლმსაჯულების წინაშე, თავისუფალი სასამართლოსა და თავისუფალი პროკურატურის პირობებში. „ფორმულას“ ჟურნალისტებმა თავად გამოიძიეს მიშა მშვილდაძის მიმართ განხორციელებული თავდასხმა და ინფორმაციამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ეს პატარა კაცუნები ყველაფერზე მოაწერენ ხელს. ქვების სროლაზე, თავდასხმაზე, მკვლელობაზე. ლილუაშვილი და გომელაური ახლა ფიქრობენ, როგორ გამოძვრნენ ამ სიტუაციიდან. ალბათ, დროებით გამოსავალს მოძებნით, მაგრამ ზუსტად იცოდეთ, რომ არც რუსეთის, პუტინის მსახურება შეგრჩებათ, არც ქურდობა, კორუფცია და არც კრიმინალური საქმიანობა. მოვუწოდებ დიპლომატიურ კორპუსს, ჰქონდეს რეაქცია და შესაბამისი დრო, ყურადღება დაუთმონ ამ უმძიმეს ფაქტს“, - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ერთ-ერთი პირი, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე მომხდარ თავდასხმაში მონაწილეობს, სუს-ის გამომძიებელი, გიორგი მუმლაძეა. აღნიშნულის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა ვახო სანაიამ, დავით ქაშიაშვილმა და ტელეკომპანიის კიდევ ერთმა დამფუძნებელმა ზუკა გუმბარიძემ გააცნეს. მათი თქმით, ინფორმაცია უტყუარი მტკიცებულების საფუძველზე აქვთ. ამასთან, ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა საზოგადოებას წარუდგინეს კადრები, რომელიც მეტრო „დელისის“ მიმდებარე ტერიტორიას ასახავს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი