თამარ ჩიბურდანიძე დავით არახამიას: „წარმატებით ჯერჯერობით უკრაინის განადგურებას ახერხებთ - ირაკლი კობახიძემ კი სხვებთან ერთად ქვეყანა არ დაანგრევინა მტერს“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
483 06 ივლისი 2023, 16:43
იმათ გასაგონად მსურს, ვთქვა, ვისაც არახამიას და მისნაირი ავანტიურისტების სჯერა, იცით მაინც, ვინ არის ეს კაცი?! რა გაუკეთებია საქართველოსთვის? ერთი ღამე თუ მაინც უფიქრია ჩვენს ქვეყანაზე, თუ სამშობლოდ თვლის საერთოდ საქართველოს?“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, არახამიას სამშობლო უკრაინაა და ზელენსკის გუნდთან ერთად დღემდე წარმატებით ანადგურებს.

„მრცხვენია, რომ დავით არახამიასა და ირაკლი კობახიძეზე ერთდროულად მიწევს საუბარი.  როგორ შეიძლება, ეს უსამშობლო კაცი კობახიძეს შევადარო?! არც ვადარებ, ამას ნამდვილად არ ვაკადრებ ირაკლის, უბრალოდ, იმათ გასაგონად მსურს, ვთქვა, ვისაც არახამიას და მისნაირი ავანტიურისტების სჯერა, იცით მაინც, ვინ არის ეს კაცი?! რა გაუკეთებია საქართველოსთვის? ერთი ღამე თუ მაინც უფიქრია ჩვენს ქვეყანაზე, თუ სამშობლოდ თვლის საერთოდ საქართველოს? 

კითხვას ფორმალურად ვსვამ, თორემ ვიცი, ამაზე პასუხი არა აქვთ. პასუხი ერთადერთია:  არახამიას სამშობლო უკრაინაა და ზელენსკის გუნდთან ერთად დღემდე წარმატებით ანადგურებს. რუსეთი რომ ოკუპანტია და დამპყრობელი, ეს ჩვენ უკეთესად ვიცით, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ სწორედ არახამია და მისი მთავრობა რუსეთთან ერთად საკუთარი ხალხის ოკუპანტები თავად აღმოჩნდნენ. 

სწორედ ამას ვერ აპატიებენ საქართველოს ხელისუფლებას და უშუალოდ მათ რისხვას ირაკლი კობახიძეს. მათ რუსეთს საშუალება მისცეს, უკრაინა მიწასთან გაესწორებინა,  ირაკლი კობახიძემ და მთავრობამ კი რუსეთს საშუალება არ მისცეს, საქართველოში ერთი ტყვია გაესროლათ, რისი ინტერესიც თავად უკრაინის მხრიდან ძალიან დიდი იყო. 

ვერ გახსნეს მეორე ფრონტი საქართველოში და სამაგიეროდ გაუხსნეს ცეცხლი საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა უშედეგოდ. მათი გამწარებული კაცის საქციელით ვერც ირაკლი კობახიძის სიმშვიდეს და ვერც საქართველოს მშვიდობიან განვითარებას ვერ დაარღვევენ“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი