დავით არახამია იმიტომ არის უსამშობლო, რომ უნდა საქართველო ომის უბედურებისთვის გაიმეტოს-სანქციების დაწესებით ემუქრება ქვეყანას და სისხლიანი გადატრიალების სცენარს ხელმძღვანელობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
487 06 ივლისი 2023, 18:40

„დავით არახამია უსამშობლო კაცი იმიტომ კი არა არის, რომ რუსეთმა, 300 000 ქართველი დევნილად აქცია საკუთარ სამშობლოში, არამედ იმიტომ რომ, ერთი სიტყვა ქართული არ იცის და ერთხელაც არ არის საქართველოში ნამყოფი! იმიტომ არის უსამშობლო, რომ უკრაინასაც კი როგორც ტერიტორიას, სადაც შეიძლება დიდი ფული იშოვო და საკუთარი პოლიტიკური ინტერესები დაიკმაყოფილო, ისე იყენებს“,- ასე ეხმაურება თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე, უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელის დავით არახამიას განცხადებას.

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, ირაკლი კობახიძე და ,,ქართული ოცნება" ცივი გონებით, პრაგმატული საგარეო პოლიტიკის გატარებით, სახელმწიფოს და ხალხის ინტერესების სრულად დაცვით უზრუნველყოფს მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას.

„დავით არახამია უსამშობლო კაცი იმიტომ კი არა არის, რომ რუსეთმა, 300 000 ქართველი დევნილად აქცია საკუთარ სამშობლოში, არამედ იმიტომ რომ, ერთი სიტყვა ქართული არ იცის და ერთხელაც არ არის საქართველოში ნამყოფი! იმიტომ არის უსამშობლო, რომ უკრაინასაც კი როგორც ტერიტორიას, სადაც შეიძლება დიდი ფული იშოვო და საკუთარი პოლიტიკური ინტერესები დაიკმაყოფილო, ისე იყენებს! კიდევ იმიტომ არის უსამშობლო, რომ უნდა საქართველო, უკრაინის მსგავსად, ომის უბედურებისთვის გაიმეტოს, რუსული რაკეტების, ბომბების და ტყვიების პოლიგონად აქციოს, სანქციების დაწესებით ემუქრება ქვეყანას და ხელისუფლების სისხლიანი გადატრიალების სცენარს ხელმძღვანელობს! ირაკლი კობახიძე და ,,ქართული ოცნება" ცივი გონებით, პრაგმატული საგარეო პოლიტიკის გატარებით, სახელმწიფოს და ხალხის ინტერესების სრულად დაცვით უზრუნველყოფს მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას, დიახ, საქართველოს გარე და შიგა მტრების ჯინაზე დავიცავთ მხოლოდ ჩვენი სამშობლოს ინტერესებს და ქართველ ხალხთან ერთად, არ დავუშვებთ მეორე ფრონტის გახსნას და რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვას(რუსეთთან ისედაც ვართ ცივი ომის ფაზაში), არ დავუშვებთ ქაოსს, არეულობას, დესტაბილიზაციას და სისხლიან რევოლუციას(სახელმწიფო გადატრიალებას), არ დავუშვებთ სუვერენიტეტის შეზღუდვას და ტერიტორიების სრულ ოკუპაციას! მშვიდობის და სტაბილურობის დაცვით, შევძლებთ ეკონომიკურ განვითარებას, შევამცირებთ უმუშევრობას და სიღარიბეს, გავაძლიერებთ სახელმწიფოს და მშვიდობიანი გზით გავაერთიანებთ საქართველოს, ამას სწორედ ირაკლი კობახიძესთან და ჩვენს პროფესიონალი, პატრიოტი და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული მოქალაქეების დიდ არმიასთან ერთად შევძლებთ!
#მშვიდობადაწარმატებებისაქართველოს
#გელოდებითარჩევნებზე2024“ - წერს ბოჟაძე facebook - ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ჩინეთი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მას ესაუბრება პატივისცემის, სტატუსისა და პრაქტიკული ინტერესის ენით, მაშინ როცა ბრიუსელიდან თბილისი წლების განმავლობაში ისმენს მორალისტური, უსამართლო და ანტიქართული რიტორიკის მუდმივ ნიაღვარს
დავით ქართველიშვილი On.ge - ზე: ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი ონლაინ მედია, ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე არიან "ვებ - გვერდიანი NGO - ები" და ზუსტად იგივე მავნებლურ როლს ასრულებენ ქვეყნისთვის
შალვა პაპუაშვილი გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ აზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს
დავით ქართველიშვილი: მიხაელ გალერი ევროპარლამენტის ტიპიური "ცოფიანი ქოფაკია", რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს
საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში
არქივი