ლევან ნიკოლეიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესშია პრაიდების ჩატარება, არა იმიტომ რომ ლგბტ თემზე შესტკივათ გული, უბრალოდ უნდათ პროვოკაცია, დაპირისპირება და არეულობა გამოიწვიონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
546 08 ივლისი 2023, 15:17

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რურუა პირდაპირ ემუქრება იმ ხალხს, ვინც თავს იკავებს ლგბტ პრაიდის თუ ფესტივალის მონაწილეებისთვის ფართის დათმობისათვის- ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ტელეკომპანია პოსტვ-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის შესახებ წერს, რომლითაც, გიორგი რურუა, „ლისი ვანდერლენდის“ ტერიტორიაზე „პრაიდ-კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილი „პრაიდ-ფესტივალის“ გამო თავის პარტნიორებს სხვადასხვა ფორმით აშანტაჟებს.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესშია ასეთი პრაიდების, რადგან რამენაირად პროვოკაცია, დაპირისპირება და არეულობა გამოიწვიონ-ესაა მთავარი მიზანი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რურუა პირდაპირ ემუქრება იმ ხალხს, ვინც თავს იკავებს ლგბტ პრაიდის თუ ფესტივალის მონაწილეებისთვის ფართის დათმობისათვის. საქმე იმაშია, რომ ნაციონალური მოძრაობის ინტერესშია ასეთი პრაიდების თუ ფესტივალის ჩატარება, არა იმიტომ ლგბტ თემზე და მათ უფლებების დაცვაზე შესტკივათ გული, არა უბრალოდ უნდათ იქნებ რამენაირად პროვოკაცია, დაპირისპირება და არეულობა გამოიწვიონ-ესაა მთავარი მიზანი. ახლა მთავარია ვინ შეშინდება და ვინ არა, თორემ ნაცებს, რომ კიდევ ერთხელ ჩაუვარდებათ კოვზი ნაცარში დარწმუნებული ვარ“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი