ნინო ფოჩხუა გიორგი ბაჩიაშვილს: ასე როგორ უნდა მოექცე ადამიანს, რომელმაც  სრულიად გამოუცდელი, ახლად უმაღლეს დამთავრებული, შვილივით მიგიღო,  გვერდში დაგიყენა, დიდი  ნდობა  გამოგიცხადა და  უსერიოზულესი საქმე ჩაგაბარა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
633 10 ივლისი 2023, 14:07
ასე როგორ უნდა მოექცე ადამიანს, რომელმაც  სრულიად გამოუცდელი, უმაღლეს ახლადდამთავრებული, შვილივით მიგიღო,  გვერდში დაგიყენა, დიდი  ნდობა  გამოგიცხადა და  უსერიოზულესი საქმე ჩაგაბარა -  წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში. 

მისი თქმით, ბაჩიაშვილი წლების მანძილზე ითვლებოდა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ პირად და აბსურდულია იმის მტკიცება, რომ ბრალდებული მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო იდევნება. 

„დავიჯერო ამ ქვეყანაზე არც შუბლია, არც  ძარღვი,  არც ღმერთი  და  არც  ხატი? 
ყველაფერი ხომ არ უნდა იკადრო  ადამიანმა... სადაც ჭამ, იქ  როგორ უნდა მოისაქმო...  საჭმელს  რომ  შეჭამს,  ეტყობა მარტო  ღორი  არ  ატრიალებს    გობს, ქათამმა წყალი დალია და მადლობის ნიშნად, ღმერთს ცაში ახედაო...                                                                                                                                    ასე როგორ უნდა მოექცე ადამიანს, რომელმაც  სრულიად გამოუცდელი, უმაღლეს ახლადდამთავრებული, შვილივით მიგიღო,  გვერდში დაგიყენა, დიდი  ნდობა  გამოგიცხადა და  უსერიოზულესი საქმე ჩაგაბარა. 
13 წელი იყო დასაქმებული ბაჩიაშვილი ივანიშვილის კუთვნილ სტრუქტურებში და ითვლებოდა მასთან დაახლოებულ პირად.   
იმის  ძახილი, რომ ბაჩიაშვილი  პოლიტიკური შეხედულებების გამო იდევნება, უკიდურესად აბსურდულია.  აი  ისეთი,   4 წლის  ბავშვსაც  რომ  ვერ  მოატყუებ ისეთი.  ამ აქცენტით კი მისი სისხლის სამართლის საქმის წარმოება ძირშივე წარუმატებელია.  მაგრამ როცა  სხვა  არგუმენტი  არა  გაქვს,  პოლიტიკოსობას  ან  მედიამენეჯერობას  უნდა  მიაწვე...  თუმცა, ახალგაზრდა კაცი სადაც ამდენს იკადრებს, მისგან  არც არაფერია გასაკვირი...“ - წერს ნინო ფოჩხუა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი