ლევან ნიკოლეიშვილი: ნიკა გვარამია, გახლავთ „Go, Go Zhenia”-ს ავტორი, პატარა პრიგოჟინი და მის გულშემატკივარი, არადა თუ კი ვინმე დაღუპულა ქართველი მეომრებიდან უკრაინაში, თითქმის ყველა პრიგოჟინის ვაგნერთან შეტაკებაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
546 12 ივლისი 2023, 13:31

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს ეხმაურება, სადაც საუბარია თავისუფალი მედიის პრობლემებზე როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში და მედიის მიმართ დამოკიდებულების ერთ-ერთ მაგალითად ნიკა გვარამიასთვის ჯილდოს გადაცემაა მოყვანილი. ნიკოლეიშვილი ცინიზმს უწოდებს „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ მიერ გვარამიას დაჯილდოებას, 

ვინაიდან მას რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთ ხელმძღვანელად და მედიაში „ფეიკების“ გამავრცელებლად მიიჩნევს. ექსპერტი ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ რუსეთში მომხდარი ე.წ. სამხედრო ამბოხის დროს, ნიკა გვარამია ევგენი პრიგოჟინს უჭერდა მხარს, რომლის სამხედრო დანაყოფთან შეტაკებაშიც დაიღუპა უკრაინაში ქართველი მებრძოლების უმრავლესობა. „ნიკა გვარამია, გახლავთ „Go, Go Zhenia”-ს ავტორი, პატარა პრიგოჟინი და მის გულშემატკივარი, (არადა თუ კი ვინმე დაღუპულა ქართველი მეომრებიდან უკრაინაში, თითქმის ყველა პრიგოჟინის ვაგნერთან შეტაკებაში). ეს სუბიექტი რადიკალური ოპოზიციის კოორდინატორი და ერთ-ერთი ხელმძღვანელიც გახლდათ (გაიხსენეთ როგორ დაიბარა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები თავისთან და დაცინვით საცივის თეფშიდან თავის ამოყოფა უბრძანა). მასვე ეკუთვნის ფეიკებისა და სიძულვილის ენის დამკვიდრება ქართულ მედიაში. „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ კი მას აჯილდოებს, რომ თურმე „მთავრობის მხრიდან ზეწოლას გაუძლო“ მეტი ცინიზმი რა უნდა იყოს მართლაც არ ვიცი და რამდენ ასეთ თავხედობას გავუძლოთ!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი