ზურაბ ქადაგიძე: ნაც-სისტემის შემქმნელი, ზონდერ-პროკურორი, იმედის დამრბევი და რუსთავი 2-ის ქონების მიმტაცებელი გვარამია წარმოაჩინეს მედია მენეჯერად და სინდისის პატიმრად - ამ დამოკიდებულებიდანაც კარგად ჩანს, თუ როგორ ნაკლებად ადარდებთ ქართველი ხალხი, აქაური განწყობები და საზოგადოების მოლოდინები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
556 12 ივლისი 2023, 14:41
რა პარადოქსია არა, ერთი ხელით დეპოლარიზაციას ითხოვდე და მეორეთი პოლარიზაციის მთავარ შემოქმედ გვარამიას აჯილდოვებდე?! -  ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილს, სადაც მედიის პრობლემებთან ერთად, ნიკა გვარამიასთვის ჯილდოს გადაცემაზეა საუბარი. ქადაგიძის განცხადებით, ევროპელ აქტორებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა თვითმიზნად ექცათ და მათ ნაკლებად ადარდებთ ქართველი ხალხის განწყობები და მოლოდინები. შესაბამისად, მისივე თქმით, გვარამია სინდისის პატიმრად წარმოაჩინეს და ცდილობენ შავის თეთრად წარმოჩენას. „რა პარადოქსია არა, ერთი ხელით დეპოლარიზაციას ითხოვდე და მეორეთი პოლარიზაციის მთავარ შემოქმედ გვარამიას აჯილდოებდე?! იმდენად თვითმიზნად ექცათ, ევროპელ აქტორებს საქართველოში ხელისუფლების, ხელოვნურად ცვლილების სურვილი,რომ არაფერს თაკილობენ და უტიფრად გვიმტკიცებენ შავზე,თეთრიაო… ნაც-სისტემის შემქმნელი,ზონდერ-პროკურორი, იმედის დამრბევი და რუსთავი2-ის ქონების მიმტაცებელი გვარამია წარმოაჩინეს მედია მენეჯერად და სინდისის პატიმრად… ამ დამოკიდებულებიდანაც კარგად ჩანს, თუ როგორ ნაკლებად ადარდებთ ქართველი ხალხი, აქაური განწყობები და საზოგადოების მოლოდინები. ყველა მოძალადე,თაღლითი და ნაც-სისტემის შემქმნელი შეიფარეს. უფრო მეტიც, შეგვიფუთეს და ფასადშეცვლილებს გვტენიან,როგორც ქვეყნის გადარჩენის უკანასკნელ შანსებს. თუმცა, არავის დაავიწყდეს,რომ ახლა 2023 წელია და 2003 წლისნაირად, ევროპაში ჩაწოლილ და გაფუჭებულ საქონელს ვეღარავინ შემოასაღებს საქართველოს!“ - წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი