დავით ქართველიშვილი - ამერიკული ოლიგარქატის ხელშია როგორც საკუთარი უმსხვილესი მედიაიმპერიები, ისე აგენტოკრატიული გავლენების ზონაში მოქმედი მედიასაშუალებები, საიდანაც უხერხულ კონკურენტებს უსირცხვილოდ აქრობენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
588 12 ივლისი 2023, 14:57
როდესაც სისხლიანი რეჟიმის არქიტექტორ სააკაშვილს ნორვეგიაში აჯილდოვებენ, როგორც სანიმუშო "ჰუმანისტსა" და "დემოკრატს" - ეს უკვე ჩვენც გვეხება. ეს გვეხება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ამ რეჟიმის მედია "ჰებელსს" და ბიუჯეტის ქურდ გვარამიას, ციხიდან სამარცხვინო დახსნისთანავე საერთაშორისო ჟურნალისტური ჯილდოთი ასაჩუქრებენ, როგორც "მედიაშემზღუდველი რეჟიმის მხრიდან ზეწოლის მსხვერპლს" - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილს.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ამერიკული ოლიგარქატის ხელშია დღეს როგორც საკუთარი უმსხვილესი მედიაიმპერიები, ასევე აგენტოკრატიული გავლენების ზონაში მოქმედი მედიასაშუალებები, საიდანაც უხერხულ კონკურენტებს უსირცხვილოდ აქრობენ ისე, როგორც ეს აგენტოკრატიულ უკრაინაში გააკეთეს. „აშშ-ს დღეს ოლიგარქატი რომ მართავს, "ორმაგი ფსკერის" მქონე ფარული მმართველობა, რომელსაც ამერიკულ პოლიტოლოგიაში Deep Stat-ის სახელით მოიხსენიებენ - ჩვენი საქმე იმ დონემდე არაა, სანამ ეს დონე ჩვენ არ გვეხება უხეშად და უშუალოდ. როდესაც სისხლიანი რეჟიმის არქიტექტორ სააკაშვილს ნორვეგიაში აჯილდოვებენ, როგორც სანიმუშო "ჰუმანისტსა" და "დემოკრატს" - ეს უკვე ჩვენც გვეხება. ეს გვეხება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ამ რეჟიმის მედია "ჰებელსს" და ბიუჯეტის ქურდ გვარამიას, ციხიდან სამარცხვინო დახსნისთანავე საერთაშორისო ჟურნალისტური ჯილდოთი ასაჩუქრებენ, როგორც "მედიაშემზღუდველი რეჟიმის მხრიდან ზეწოლის მსხვერპლს". ამერიკული ოლიგარქატის ხელშია დღეს როგორც საკუთარი უმსხვილესი მედიაიმპერიები, ასევე აგენტოკრატიული გავლენების ზონაში მოქმედი მედიასაშუალებები, საიდანაც უხერხულ კონკურენტებს უსირცხვილოდ აქრობენ ისე, როგორც ეს აგენტოკრატიულ უკრაინაში გააკეთეს. აგენტოკრატიული გავლენის ზონიდან გამოსულ საქართველოს კი, მაქსიმუმ, რასაც უბედავენ - ფეისბუქზე "იმედის" გვერდს დროებითი შეზღუდვები შეუქმნან. დღეს საქართველო ამერიკული ოლიგარქატის კოლონიას რომ წარმოადგენდეს, ყველა უხერხული მედია, თუ პარტია - დიდი ხანია აკრძალული იქნებოდა. კვლავ ოსვენციმად გადაქცეული ჩვენი ციხეები, ნულოვანი ტოლერანტობის საფუძველზე - ჩვენით გადაივსებოდა. თუ ამის განუხორციელებლობაზე გაშმაგებული და უკბილო შურისძიების ფორმას - სააკაშვილის და გვარამიას დაჯილდოვება წარმოადგენს, ჯანდაბას, გადავიტანთ“ - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი