დავით ქართველიშვილი: ჯონ ლენონის საცვლებისა თუ წინდების სხვადასხვა აუქციონებზე დღემდე კოლოსალურ თანხებად გაყიდვების შემხედვარე პოლონელმა ექიმმაც ლოგიკურად იფიქრა - სააკაშვილის განავალსაც იქნება დაედოს ადრე თუ გვიან რამე ნორმალური ფასიო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
567 15 ივლისი 2023, 10:47
"ხალხის ხალის" წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმიანება მიხეილ სააკაშვილისგან გამოსული პოლონელი ექიმის მიერ სააკააშვილის ბიოლოგიური მასალის კლინიკიდან ფეხსაცმლით გამოტანის მცდელობის ფაქტს.

ქართველიშვილი სოცქსელში ყვება ისტორიას, როგორ გადააღებინა ვლადიმერ პუტინს კანადელმა ფოტორეპორტიორმა სურათი და შემდეგ საკმაოდ ძვირად გაყიდა ეს ფოტო.

"ჯონ ლენონის საცვლებისა თუ წინდების სხვადასხვა აუქციონებზე დღემდე კოლოსალურ თანხებად გაყიდვების შემხედვარე პოლონელმა ექიმმაც ლოგიკურად იფიქრა - სააკაშვილის განავალსაც იქნება დაედოს ადრე თუ გვიან რამე ნორმალური ფასი. თანაც, რატომ "გვიან", ყოველდღე კვდებაო, იძახიან და რა იცი...რა იცი...

2004 წელს მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა კანადის იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი პოლ მარტინი. პუტინთან ერთად "წითელ ხალიჩაზე" გავლისას, დერეფნის ორივე მხარეს უამრავი ადამიანი ესალმებოდა ორი ქვეყნის ლიდერს. მათ შორის იყო ერთი ახალგაზრდა გოგონა, კანადელი ფოტოჟურნალისტი. როდესაც პუტინი მას გვერდს უვლიდა, გოგონამ ყველანაირად სცადა მისი ყურადღების მიქცევა შეძახილებით: "მსიე პუტინ! მსიე პუტინ!" ისიც გაუჩერდა და ჟესტებით ჰკითხა, რა გინდაო, სურათი გადავიღოთო? გოგონამ ჟესტითვე უპასუხა - არაო, თქვენ გადამიღეთ სურათი და მას ფოტოაპარატი მიაწოდა. პირადი დაცვის პროტესტის მიუხედავად, პუტინი იმდენად გააოცა ამ უჩვეულო თხოვნამ, რომ მან "მიაკარტოჩკა" გოგონა. რამოდენიმე წელიწადში, კანადის ერთ-ერთ აუქციონზე გოგონას ეს ფოტოსურათი გაიყიდა 35 ათას დოლარად მინაწერით: "ფოტოგრაფი - ვლადიმერ პუტინი" - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი