ნინო ფოჩხუა - საბოლოოდ დადასტურდა ამერიკული სპეცსამსახურების შანტაჟი და ზეწოლა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, როგორმე დაებრუნებინათ პოლიტიკაში და ქვეყანა ჩაერთოთ ომში. ეტყობა არ იცნობენ კარგად, მისთვის სამშობლო არანაირ ფულში არ იცვლება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
551 18 ივლისი 2023, 14:31
მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, დღემდე ივანიშვილს თანხა არ დაბრუნებია, ამ ეტაპზე ამ თანხაზე კონტროლი ამერიკულ და ევროპულ ფონდებს აქვთ და ისინი ბლოკავენ მის გადარიცხვას. ამით საბოლოოდ დადასტურდა ამერიკული სპეცსამსახურების შანტაჟი და ზეწოლა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, როგორმე დაებრუნებინათ პოლიტიკაში და ქვეყანა ჩაერთოთ ომში, მაგრამ ეტყობა არ იცნობენ კარგად, მისთვის სამშობლო არანაირ ფულში არ იცვლება - ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.
ექსპერტი ეხმიანება ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილს და აღნიშნავს, რომ გამართლდა ბიძინა ივანიშვილის ვარაუდი, რომ "კრედიტ სუისი" არ იყო ამ უპრეცედენტო ძარცვის ინიციატორი, კვალი ამერიკულ სპეცსამსახურებამდე მივიდა.
„არსად ეჩქარება, მოთმინებით მიდის თავის სიმართლისკენ და ასრულებს თავის ნათქვამს: არანაირ ფულში ქვეყანა არ გაიცვლება.
ყველა საფეხური გაიარა და ბოლომდე მივიდა, ხანგრძლივი სასამართლო პროცესები მისი გამარჯვებით დასრულდა. მისი ვარაუდი, რომ "კრედიტ სუისი" არ იყო ამ უპრეცედენტო ძარცვის ინიციატორი ბოლოში გამართლდა. კვალი ამერიკულ სპეცსამსახურებამდე მივიდა, რომლის გეგმაშიც ორი კურდღლის დაჭერა, შვეიცარული საბანკო სისტემის ფლაგმანის "კრედიტ სუისის" რეპუტაციული ზიანი და ურჩი ბიძინა ივანიშვილის შანტაჟი იყო. მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, დღემდე ივანიშვილს თანხა არ დაბრუნებია, ამ ეტაპზე ამ თანხაზე კონტროლი ამერიკულ და ევროპულ ფონდებს აქვთ და ისინი ბლოკავენ მის გადარიცხვას. ამით კი საბოლოოდ დადასტურდა ამერიკული სპეცსამსახურების შანტაჟი და ზეწოლა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, როგორმე დაებრუნებინათ პოლიტიკაში და ქვეყანა ჩაერთოთ ომში, მაგრამ ეტყობა არ იცნობენ კარგად, მისთვის სამშობლო არანაირ ფულში არ იცვლება“, - წერს ნინო ფოჩხუა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი