გია აბაშიძე: შვეიცარული ბანკის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის წართმეული აქტივების 5%-ია დაბრუნებული, დანარჩენს შეექმნა დაბრკოლება, მიზეზი ახსნადია - ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა, რადგან საქართველო არავის ვასალი არაა და აქ მშვიდობას ვინარჩუნებთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
477 18 ივლისი 2023, 14:44
აშშ-ის deep state ("ღრმა სახელმწიფო") ფესვგამდგარია არა მხოლოდ თავის ქვეყანაში, არამედ გლობალურად. თუმცა, ყველანაირ მონსტრთან გამარჯვება შესაძლებელია მხოლოდ სიმართლითა და მოთმინებით, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, “კრედიტ სუისის” წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ დავასთან დაკავშირებით ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს.

აბაშიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის აქტივების დაბრუნებასთან დაკავშირებული სირთულეები ახსნადია. მისი თქმით, ფინანსური დაბრკოლების მიზეზია “ქართული ოცნების” მიერ მშვიდობის შენარჩუნება და ვასალურ დამოკიდებულებაზე უარის თქმა.
“აშშ-ის deep state ("ღრმა სახელმწიფო") ფესვგამდგარია არა მხოლოდ თავის ქვეყანაში, არამედ გლობალურად. თუმცა, ყველანაირ მონსტრთან გამარჯვება შესაძლებელია მხოლოდ სიმართლითა და მოთმინებით. შვეიცარული ბანკის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის ყაჩაღურად წართმეული აქტივების დაახლოებით 5%-ია დაბრუნებული, დანარჩენს შეექმნა დაბრკოლება ამერიკის deep state-ს მხრიდან. მიზეზი ახსნადია - ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა, რადგან მის მიერ დაარსებული "ქართული ოცნების" პირობებში საქართველო არავის ვასალი არაა და აქ მშვიდობას ვინარჩუნებთ. ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი და ბევრი სხვა გონიერი ადამიანი ყურადღებით ეცნობა დასავლეთში მიმდინარე მანკიერ პროცესებს და დასკვნების გამოტანა სირთულეს არ წარმოადგენს. ვინც ყურადღებით ჩაუღრმავდება საერთაშორისო ავტორიტეტული გამოცემებისა და აქტორების ცნობებს, უარესს გაიგებს deep state-ის შავბნელ საქმეებზე.” - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი