დავით ქართველიშვილი: საბოლოოდ დაიმსხვრა ბიძინა ივანიშვილის მიმართ „კრედიტ სუისის“ ბრალეულობა, რომელიც ასეთივე მსხვერპლია ამერიკელების ბინძურ თამაშებში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
465 18 ივლისი 2023, 14:56

კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, თუ რა დონის მძევლობაშია დღეს ამერიკის სპეცსამსახურების მხრიდან არა მხოლოდ შვეიცარიის საბანკო სექტორი, არამედ მთლიანად ევროკავშირის სივრცე, - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ლაშა კალანდაძის განცხადების შესახებ.

ქართველიშვილის თქმით, მიუხედავად არაერთი და მრავალფეროვანი მცდელობისა, ამერიკის შეერთებული შტატების ძლევამოსილი სპეცსამსახურების მხრიდან პატარა საქართველოს და მისი ცალკეული მამულიშვილების მიმართ გაჩაღებული ბრძოლა - ამ ეტაპზე სრული კრახით წარიმართება.

„ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა დღეს მორიგი განცხადება გაავრცელეს „კრედიტ სუისის“ წინააღმდეგ მიმდინარე დავის შესახებ. კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, თუ რა დონის მძევლობაშია დღეს ამერიკის სპეცსამსახურების მხრიდან არა მხოლოდ შვეიცარიის საბანკო სექტორი, არამედ მთლიანად ევროკავშირის სივრცე.

მძევლობაშია ამ სივრცის მედიათავისუფლება, დემოკრატიულო ფასეულობები და ელემენტარული სამართლიანობის პრინციპები. ყველაფერი, რაც აშშ-ს სპეცსამსახურების კონტროლირებადი „გლობალური ომის პარტიისთვის“ მინიმალურ საფრთხეს წარმოადგენს - ყველაფერს მკაცრი ცენზურა აკონტროლებს.

ამერიკულმა სპეცსამსახურებმა საბანკო მენეჯმენტში თავისი აგენტურის მეშვეობით, ჩამოშალეს თავის დროზე შვეიცარიული საბანკო სისტემის „სავიზიტო ბარათი“ - „კრედიტ სუისი“. ხელოვნურად შეამცირეს ბანკის აქციების თვითღირებულება, მიზანმიმართულად გააკოტრეს ბანკის უმსხვილესი კლიენტურა, შეუზღუდეს მათ საკუთარ ფინანსებთან წვდომა - მათ შორის ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით.

ამერიკის სპეცსამსახურის „გრძელი ხელები“ თვალსაჩინოდ იმაშიც გამოჩნდა, როდესაც „კრედიტ სუისიდან“ სხვა შვეიცარიულ ბანკში („იულიუს ბერი“) კუთვნილი თანხების გადატანის შემდეგ, „სისტემამ“ ბიძინა ივანიშვილს საკუთარ ფინანსებთან წვდომა იქაც კი დაუბლოკა. ხელოვნური დაბრკოლებების მოხსნის შემდეგაც კი, ამ თანხების გადმორიცხვას ბლოკავენ ამერიკული და ევროპული ფონდები, რომლებიც ე.წ. „ჰეჯფონდის“ გავლით ბიძინა ივანიშვილის აქტივებზე ფაქტობრივ კონტროლს ახორციელებენ.

დღეს უკვე საბოლოოდ დაიმსხვრა ბიძინა ივანიშვილის მიმართ „კრედიტ სუისის“ ბრალეულობა, რომელიც ასეთივე მსხვერპლია ამერიკელების ბინძურ თამაშებში. რომელიც ინსტრუმენტად გამოიყენა აშშ-ს სპეცსამსახურებმა - გამოიყენეს და ამის შემდეგ, გაანადგურეს კიდეც. მიზანი კი ერთი იყო - ბიძინა ივანიშვილზე ფინანსური შანტაჟის განხორციელებით, მისი საქართველოს ხელისუფლებაზე ზეგავლენის გამოყენების მცდელობა, რათა ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გაეხსნა.

მიუხედავად არაერთი და მრავალფეროვანი მცდელობისა, ამერიკის შეერთებული შტატების ძლევამოსილი სპეცსამსახურების მხრიდან პატარა საქართველოს და მისი ცალკეული მამულიშვილების მიმართ გაჩაღებული ბრძოლა - ამ ეტაპზე სრული კრახით წარიმართება. დიდი იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში ამ უწონასწორო ომში, საქართველოც და ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებულები გამოვლენ“, - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი