გიორგი ცუცქირიძე ბიძინა ივანიშვილის და “კრედიტ სუისის” დავაზე: საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკაში ვერ ნახავთ ვერცერთ პრეცედენტს, რომ ბანკი მსგავს საქმეზე მეორე ინსტანციაში მიდიოდეს - ბოლოს ბანკმა საქმე კასაციის წესით გაასაჩივრა, რომ თანხის დაბრუნება გადაავადოს და პოლიტიკური შანტაჟისთვის მეტი დრო დატოვოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
398 18 ივლისი 2023, 17:09

დღეს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატისგან გავიგეთ, რომ კრედიტ სუისთან მიმდინარე დავის გარშემო სასამართლოებში ყველაფერი კარგად მიდის. მისი თქმით, ერთადერთი პრობლემა, რომელიც სასამართლო დავას უკავშირდება, დროის გაჭიანურებაა, - წერს ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკაში არ არსებობს ბანკის მიერ მსგავსი საქმის მეორე ინსტანციაში გასაჩივრების პრეცედენტი. 


“კრედიტ სუისმა” კი, თანხის დაბრუნების გადასავადებლად და პოლიტიკური შანტაჟისთვის მეტი დროის დასატოვებლად, ბიძინა ივანიშვილის საქმე ლონდონის სასამართლოში გაასაჩივრა, რაც, ცუცქირიძის განმარტებით, საბანკო ეთიკასთან სრულიად შეუთავსებელი საქციელია და ბანკის რეპუტაციას ანადგურებს. “დღეს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატისგან გავიგეთ, რომ კრედიტ სუისთან მიმდინარე დავის გარშემო სასამართლოებში ყველაფერი კარგად მიდის. მისი თქმით, ერთადერთი პრობლემა, რომელიც სასამართლო დავას უკავშირდება, დროის გაჭიანურებაა. დროის გაჭიანურება შეიძლება ერთადერთი პრობლემაა, მაგრამ, თავისი არსით, ეს პრობლემა არსებითია. უკვე ხუთ წელიწადზე მეტია, რაც სასამართლოებში დავა მიმდინარეობს, მაგრამ პროცესების მოგების მიუხედავად, პრობლემის გადაწყვეტა მაინც ვერ ხერხდება და ბიძინა ივანიშვილს კუთვნილ თანხებზე წვდომა კვლავაც არ აღუდგა. საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკაში ვერ ნახავთ იმის ვერცერთ პრეცედენტს, რომ მსგავს საქმეზე ბანკი მეორე ინსტანციაში მიდიოდეს. ამგვარი პრეცედენტი არც კრედიტ სუისის დავების პრაქტიკაში არსებობს. ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომელიმე ქართულმა ბანკმა თქვენი ანგარიშიდან თანხები რომ მოიპაროს და მოპარული თანხის დასაბრუნებლად სამი სასამართლო ინსტანცია რომ მოგატაროთ. ასეთ რამეს ბანკი თუნდაც იმის გამო არ გააკეთებს, რომ კლიენტების თვალში საკუთარი რეპუტაციის ბოლომდე განადგურებას მოერიდება. თუმცა, ჩანს, რომ კრედიტ სუისის მენეჯმენტი საკუთარი ბანკის რეპუტაციას არათუ არ უფრთხილდება, არამედ მას სრულიად შეგნებულად ანადგურებს. სწორედ ამიტომ გვაქვს საქმე უპრეცედენტო და უნიკალურ შემთხვევასთან, რომ მსგავსი ტიპის საქმეზე ბანკი არათუ მეორე, ახლა უკვე მესამე ინსტანციაშიც კი ჩივის და დროს თავხედურად აჭიანურებს. ბანკმა ბოლოს საქმე კასაციის წესით ლონდონის სასამართლოში გაასაჩივრა, რომ თანხის დაბრუნება კიდევ ორი წლით გადაავადოს და პოლიტიკური შანტაჟისთვის მეტი დრო დატოვოს. სინამდვილეში, თუკი საიდანმე იკითხება ყველაზე ცხადად პოლიტიკური შანტაჟი, ეს სწორედ დროის შეგნებულად გაჭიანურებაა. სხვაგვარად წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება წავიდეს ბანკის მენეჯმენტი ასეთ უხეშ, საბანკო ეთიკასთან სრულიად შეუთავსებელ ქმედებებზე და როგორ შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერი შესაძლებლობა კლიენტისთვის თანხის არდასაბრუნებლად და საკუთარი ბანკის რეპუტაციის საბოლოოდ ჩამოსაშლელად.” - წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სუს-ის ბრიფინგში, დღეს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი იყო, საზოგადოებისთვის ამ ერთი კადრის ჩვენება: ნივთიერების და მისი შესაბამისი კოდის
ილონ მასკი: ევროკავშირი უნდა გაუქმდეს და სუვერენიტეტი დაუბრუნდეს ცალკეულ ქვეყნებს, რათა მთავრობებმა უკეთ შეძლონ თავიანთი ხალხის ინტერესების წარმოდგენა
ფეიკ-სიუჟეტიც აღარ ჩანს „შემთხვევით დამთხვევად“ - ეს არის იმავე საინფორმაციო ჯაჭვის გაგრძელება, სადაც ლობისტური ფული ქმნის „სკანდალებს“
სააკაშვილი დემენციისგან სრულად განიკურნა. არჩევნებზე დაჟინებული მზერით 400.000 ხმა გააყალბეს. „კამიტით მოწამლული” 1 წლის თავზე მოვლენებს იხსენებს
აშშ-ის უსაფრთხოების ახალი დოქტრინა არის ცივი წყალი ბრიუსელში ჩაბუდებული ბიუროკრატებისთვის, რომლებიც ჩაფლულნი იყვნენ კორუფციაში
არქივი