დავით ქართველიშვილი: იმის დასტურად, რომ რუსეთი „სერიოზულად“ და არა „დროებით“ გამოვიდა „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის“ პროექტიდან, შეიძლება ჩაითვალოს გასულ ღამით ოდესისა და ნიკოლაევის ნავსადგურების მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო დარტყმები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
438 19 ივლისი 2023, 10:23
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი რუსეთის მიერ ოდესისა და ნიკოლაევის ნავსადგურების მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო დარტყმებს პოლიტიკურ ანალიზს უკეთებს.

როგორც დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ეს სარაკეტო დარტყმები ნიშნავს, რომ რუსეთი „სერიოზულად“ და არა „დროებით“ გამოვიდა „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის“ პროექტიდან.

„იმის დასტურად, რომ რუსეთი „სერიოზულად“ და არა „დროებით“ გამოვიდა „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის“ პროექტიდან, შეიძლება გასულ ღამით ოდესისა და ნიკოლაევის ნავსადგურების მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო დარტყმები („Герань“ და „Калибр“) ჩაითვალოს. ჩემი ოდესელი მეგობრის ინფორმაციით, რუსებმა „დაადუღეს“ ნავსადგურების ინფრასტრუქტურა, მიუხედავად ოფიციალური მონაცემებისა, რომ უკრაინულმა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემამ მოახდინა ექვსი „კალიბრის“ განადგურება. ამ ჩემმა ძალიან კარგმა მეგობარმა უსურვა საქართველოს, არაფრის დიდებით არ „შეტოპოს“ იმ ჯოჯოხეთში, რომელშიც მისი საყვარელი სამშობლო იმყოფება.
ოდესისა და ნიკოლაევის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო დარტყმები შეიძლება ყირიმის ხიდის დაბომბვის გამო რუსეთის ანგარიშსწორების აქტად ჩაითვალოს, ვინაიდან უკრაინელებმა ის იერიში სწორედ ოდესის ნავსადგურიდან შავი ზღვის აკვატორიაში გასული ხომალდებიდან განახორციელეს. დღეს რუსეთს ღიად მიმართავს ევროკავშირიც და აშშ-იც - გონს მოეგოს და გააგრძელოს „მარცვლეულის პროგრამის“განხორციელება, ვინაიდან მისი შეჩერება გამოიწვევს „მსოფლიოში სასურსათო კატასტროფას“. რუსეთი კატეგორიულ უარს აცხადებს ამაზე და საპასუხო განცხადებას ავრცელებს, რომ მზად არის, „სასურსათო კატასტროფის“ თავიდან ასაცილებლად, საკუთარი ხორბალი უფასოდ მიაწოდოს „მესამე სამყაროს ქვეყნებს“.
ოდესისა და ნიკოლაევის სარაკეტო დარტყმებით რუსეთმა ირიბად თურქეთსაც გასცა პასუხი, რომელმაც თითქოს და საკუთარ საზღვაო ფლოტილიას დააკისრა ვალდებულება, უკრაინული მარცვლეულის გატანის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. დიდი ალბათობით, ამ ინიციატივამ „ჩაილურის წყალი დალია“. საერთაშორისო პრესა გასული ღამის მოვლენებს უკვე აძლევს საინტერესო კვალიფიკაციას, რომ რუსეთმა იმდენად არა უკრაინას, არამედ ფაქტობრივად ამერიკასა და მის ტრანსკორპორაციულ ინტერესებს მიაყენა პირდაპირი დარტყმა.
საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის იტალიური გამოცემა L'Antidiplomatico: ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბერში, კიევმა კორპორაცია Black Rock-თან „უკრაინის აღსადგენად საინვესტიციო ძალისხმევის კოორდინაციის“ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. 2023 წლის მაისში Black Rock-მა და JP Morgan Chase-მა შექმნეს „უკრაინის განვითარების ფონდი“ და (იტალიური გამომცემლობა L'Antidiplomatico-ს ინფორმაციით) დაიწყო დასავლეთის წინაშე არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით, უკრაინის ფაქტობრივი გაყიდვის პროცესი - ამ ეტაპზე ძირითად ინტერესს წარმოადგენს ქვეყნის ელექტროგაყვანილობის ქსელები და შავი მიწის ნაყოფიერი ნიადაგი.
დღესდღეობით დადებული ხელშეკრულებებით, უკრაინის კადასტრში აღრიცხული 40 მილიონი ჰექტარი მიწებიდან, 17 მილიონი ჰექტრის მფლობელები უკვე გახდნენ კომპანიები Cargill, Dupont და Monsanto. კომპანია Black Rock-ის ინტერესებს წარმოადგენენ ისეთი უკრაინული გიგანტები, როგორიც არიან Metinvest, DTEK (ენერგეტიკა), Pr JSC MHP (სოფლის მეურნეობა), „ნავთობგაზი“, „უკრაინის რკინიგზა“, „უკრაინის საავტომობილო გზები“, „უკრენერგო“. თუნდაც ამ ინფორმაციიდან შეგვიძლია გამოვიტანოთ კიდევ ერთი დასკვნა - რას ეწინააღმდეგება საქართველო, როდესაც ორივე მხრიდან (დასავლეთი და ჩრდილოეთი) საკუთარი ქვეყნის სრული განადგურების პერსპექტივას უწევს წინააღმდეგობას. და პირადად მე, დიახ, მეამაყება, რომ სწორედ იმ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრს წარმოვადგენ, რომელმაც ერთი წლის წინ „მეორე ფრონტის“ მესვეურებს ყველა მილიტარისტული გეგმა ჩაუშალა და მათი მზაკვრული ჩანაფიქრები „იატაკქვეშეთიდან“ სააშკარაოზე გამოიტანა.
P.S.: გუშინდელი ჯოჯოხეთური ღამის ფონზე კი, კიევში „ზარ-ზეიმით“ ჩაიარა სააკაშვილის გათავისუფლებას მიძღვნილმა „საერთაშორისო კონფერენციამ“, როგორც სიურრეალისტურ გარემოში პოლიტიკური შიზოფრენიის ნათელმა მაგალითმა...“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ჩინეთი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მას ესაუბრება პატივისცემის, სტატუსისა და პრაქტიკული ინტერესის ენით, მაშინ როცა ბრიუსელიდან თბილისი წლების განმავლობაში ისმენს მორალისტური, უსამართლო და ანტიქართული რიტორიკის მუდმივ ნიაღვარს
დავით ქართველიშვილი On.ge - ზე: ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი ონლაინ მედია, ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე არიან "ვებ - გვერდიანი NGO - ები" და ზუსტად იგივე მავნებლურ როლს ასრულებენ ქვეყნისთვის
შალვა პაპუაშვილი გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ აზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს
დავით ქართველიშვილი: მიხაელ გალერი ევროპარლამენტის ტიპიური "ცოფიანი ქოფაკია", რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს
საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში
არქივი