ეკა სეფაშვილი: ბოლო მოვლენები კიდევ ერთხელ ნათლად ცხადყოფს იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია უცხოური გავლენის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა და უცხოეთიდან მიღებული სახსრების გამჭვირვალობის შესახებ კანონის არსებობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
494 20 ივლისი 2023, 12:57
"ამერიკული FARA-ს მეშვეობით ჩვენ გავიგეთ, უფრო სწორად დავადასტურეთ ის ინფორმაცია, რომელიც ისედაც ვიცოდით. ვიცოდით ის, რომ მილიონ-ნახევარი დოლარი იყო გადახდილი იმ „ფეიკ-კამპანიის“ საწარმოებლად, რომელიც ეხებოდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას", - ამის შესახებ მედიასთან "ხალხის ძალის" წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, FARA-ს კანონით სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტების შესახებ გასაჯაროებულმა ინფორმაციამ კიდევ ერთხე ცხადჰყო, რამდენად მნიშვნელოვანია უცხოური 
გავლენების შესახებ საზოგადოების ინფორმირება. 


"ბოლო მოვლენები კიდევ ერთხელ ნათლად ცხადყოფს იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია უცხოური გავლენის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა და უცხოეთიდან მიღებული სახსრების გამჭვირვალობის შესახებ კანონის არსებობა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორ შეიძლება, გაიშიფროს ამა თუ იმ რადიკალური, თუ ექსტრემისტული ძალების რეალური და ფარული ზრახვები.

 ამერიკული FARA-ს მეშვეობით ჩვენ გავიგეთ, უფრო სწორად დავადასტურეთ ის ინფორმაცია, რომელიც ისედაც ვიცოდით. ვიცოდით ის, რომ მილიონ-ნახევარი დოლარი იყო გადახდილი იმ „ფეიკ-კამპანიის“ საწარმოებლად, რომელიც ეხებოდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას. ეს ლობისტური საქმიანობა მიმართული იყო იმისაკენ, რომ სულ მცირე, საქართველოს რეპუტაცია დაზიანებულიყო, ხოლო უფრო დიდი გათვლა მდგომარეობდა იმაში, რომ საქართველოს წინააღმდეგ დაეწესებინათ სანქციები და საბოლოო ჯამში საქართველო ჩართულიყო მეორე ომში. რა თქმა უნდა, მათ ეს არ გამოუვიდათ.“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი