საქართველო რომ ჰააგის სასამართლოში უკრაინას მხარს უჭერდა, ყველა საერთაშორისო რეზოლუციას აფინანსებდა და თანაავტორობდა, უკრაინის მთავრობა საქართველოს მთავრობას პრო-რუსულად ნათლავდა, საქართველოს მოქალაქეების დასანქცირებას აანონსებდა...
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
591 20 ივლისი 2023, 19:38
საქართველო-უკრაინის ფანტომური პარტნიორობა, ისეთივე მითი და საზღვრებს გარეთ დაგეგმილი პროექტია, როგორც სააკაშვილის კუჭის უსაფრთხოებაზე გასული ევროინტეგრაცია!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე წერს.
მისი თქმით, დღეს უკრაინის მთავრობა პირდაპირ ებრძვის საქართველოს ევროინტეგრაციას და ამისათვის ძალას არ იშურებს, რომ ქვეყანაში არეულობა, რევოლუცია და მაიდანი მოხდეს.
„საქართველო რომ ჰააგის სასამართლოში უკრაინას მხარს უჭერდა, ყველა საერთაშორისო რეზოლუციას აფინანსებდა და თანაავტორობდა, კიევის დაბომბვის დროს ელჩი 24 საათი მუშაობდა უკრაინის დედაქალაქში, ჰუმანიტარული დახმარებით მოწინავე იყო, უკრაინელ ლტოლვილებს, სკოლებს და ბაღებს სოციალურ საზრდოთი უზრუნველყოფდა… უკრაინის მთავრობა, ელჩს იბარებდა კიევში, საქართველოს რუსული კონტრაბანდის გზაჯვარედინად ასაღებდა, საქართველოს მთავრობას პრო-რუსულად ნათლავდა, საქართველოს მოქალაქეების დასანქცირებას აანონსებდა… 
და მეტი რაღა ფაქტები უნდა ვინმეს, რომ ვერ დაინახო თუ ვინ უშლის ხელს საქართველოს ევროინტეგრაციას მსოფლიო მასშტაბით? ვინ ლობირებს, საქართველოში რადიკალიზმის გაღვივებასა და რევოლუციური განწყობების შექმნას? საქართველო-უკრაინის ფანტომური პარტნიორობა, ისეთივე მითი და საზღვრებს გარეთ დაგეგმილი პროექტია, როგორც სააკაშვილის კუჭის უსაფრთხოებაზე გასული ევროინტეგრაცია! დიახ, 100%-იანი სიმართლე თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა! დღეს უკრაინის მთავრობა პირდაპირ ებრძვის საქართველოს ევროინტეგრაციას და ამისათვის ძალას არ იშურებს, რომ ქვეყანაში არეულობა, რევოლუცია და მაიდანი მოხდეს. საქართველო არ არის უკრაინა! ქართული პოლიტიკა იწარმოება საქართველოში! ქართული მართლმსაჯულება ხელმძღვანელობს ქართული კანონმდებლობის შესაბამისად და არა საგარეო პოლიტ-კონიუნქტურით! საქართველოში ხელისუფლების წყაროა ქართველი ხალხი და არა სხვა ქვეყნის ელჩები! ასე რომ, მოდუნდით და ყველამ თქვენ ქვეყანასა და პატრონებს მიხედეთ!“ - წერს ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი