FARA-ს ანგარიშში გამოიკვეთა ორი ძირითადი ხაზი: ერთი ეფრეიტორ სააკაშვილის დახსნის ოპერაცია და მეორე საქართველოს სახელმწიფოებრივი იმიჯის, როგორც სუვერენული ქვეყნისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
419 21 ივლისი 2023, 18:19
„წლების განმავლობაში სააკაშვილის რეჟიმის სახით, საქართველო ჩართული იყო „გლობალური ომის პარტიის“  იმ სტრატეგიულ მიმართულებაში, რასაც ჰქვია რუსეთის გარშემო დემოკრატიის ე.წ. სარტყელის აშენება, გამტკიცება“, -ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა, გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ ისაუბრა.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, საქართველო ისჯება იმისთვის, რომ ხელისუფლება მოქმედებს ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არ იხსნება მეორე ფრონტი. 


„თითქოს წარმოუდგენელია, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს თუ ცალკეულ წევრს ჰქონდეს შეხება კორუფციასთან. როგორ შეიძლება ევროპარლამენტის წიაღში კორუფციასთან ვინმეს ჰქონდეს შემხებლობა, თუმცა ამ კვირაში კიდევ ერთ ევროპარლამენტარს წაუყენეს ბრალი ზუსტად ამ მუხლით. ჩემთვის ძირითადი რა არის, „FARA“-ს ანგარიშში გამოიკვეთა ორი ძირითადი ხაზი: ერთი ეფრეიტორ სააკაშვილის დახსნის ოპერაცია და მეორე საქართველოს სახელმწიფოებრივი იმიჯის, როგორც სუვერენული ქვეყნისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება, რომელიც ჩემთვის ნათელია საიდან გამომდინარეობს. 

წლების განმავლობაში სააკაშვილის რეჟიმის სახით, საქართველო ჩართული იყო „გლობალური ომის პარტიის“  იმ სტრატეგიულ მიმართულებაში, რასაც ჰქვია რუსეთის გარშემო დემოკრატიის ე.წ. სარტყელის აშენება, გამტკიცება. რომელიც თავის დროზე უნდა აფეთქებულიყო და სწორედ იმ მოვლენებში გადაზრდილიყო, რასაც ჰქვია  დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე დასავლეთის და რუსეთის ფაქტობრივად ომი, რომელსაც ჯერ-ჯერობით აქვს ყველანაირი ნიშანი იმ საშიშროებისა, რომ შეიძლება მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს (ღმერთმა არა ქნას). 

საქართველომ ამ სტრატეგიაში მონაწილეობაზე უარი თქვა 2012 წლიდან დაწყებული. ეს უარი გაფორმდა 2021-22-23 წლებში მკაფიოდ, რომ არავის წინააღმდეგ, არცერთ დემოკრატიულ სარტყელებში საქართველოს მონაწილეობა არ უნდა. 

ერთადერთი სარტყელი, რომელშიც საქართველო დაინტერესებულია, ეს არის ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესების, უსაფრთხოების გარშემო შექმნას ეკონომიკური, სამშვიდობო, სტაბილური სარტყელი, რომელიც მისცემს  მოსახლეობას საშუალებას გაუძლოს მოვლენათა ბახმუტიზაციას, უკრაინიზაციას და მაიდანიზაციას. 

დღეს ამისთვის სჯიან საქართველოს.  ამ სარტყელში ჩარჩენილი სახელმწიფოები - ბალტიისპირეთის უკლებლივ სამივე სახელმწიფო; პოლონეთი, უკრაინა, მოლდოვა. 

ამას ვამბობ ხელისუფლების დონეზე. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ძალიან ვწუხვარ უკრაინელი ხალხის იმ ბედით, ისინი შეეწირნენ ამ „გლობალური ომის პარტიის“ სტრატეგიულ გეგმებს. დღეს უკრაინას ჰყავს 20-მილიონამდე ლტოლვილი, იძულებით გადაადგილებული, ნახევარ-მილიონამდე დაღუპული, მათ შორის, ძირითადი ნაწილი რეპროდუქციული ასაკის მამაკაცები, რაც არის დემოგრაფიული კატასტროფა. 

ამ ყველაფერზე საქართველომ უარი თქვა. საქართველოს ამისთვის სჯიან. ეს არის შეუიარაღებელი თვალით ნანახი რეალობა, რასაც აკეთებენ და გაგვიკეთებენ მომავალში. ყველა ვნახავთ, ამ თუნდაც მტკიცებულებათა რეესტრში გამოვლენილი არცერთი მხარე არ იქნება დასჯილი. არცერთი მხარის მიმართ არანაირი სანქცია არ იქნება გამოყენებული.

პირიქით, საქართველოს კიდევ უფრო დასჯიან (იქნება ამის მცდელობა). ჩვენ არ გამოგვივლენია ეს იმიტომ, რომ ჩვენთან ეს „რუსული კანონი“ ვერ გავიდა. 

ზუსტად რუსულ-ამერიკულმა კანონმა მოგვცა საშუალება, დაგვენახა და აგვეხსნა საზოგადოებისთვის, რასთან გაქვს საქმე“, - განაცხადა ქართველიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ჩინეთი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მას ესაუბრება პატივისცემის, სტატუსისა და პრაქტიკული ინტერესის ენით, მაშინ როცა ბრიუსელიდან თბილისი წლების განმავლობაში ისმენს მორალისტური, უსამართლო და ანტიქართული რიტორიკის მუდმივ ნიაღვარს
დავით ქართველიშვილი On.ge - ზე: ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი ონლაინ მედია, ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე არიან "ვებ - გვერდიანი NGO - ები" და ზუსტად იგივე მავნებლურ როლს ასრულებენ ქვეყნისთვის
შალვა პაპუაშვილი გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ აზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს
დავით ქართველიშვილი: მიხაელ გალერი ევროპარლამენტის ტიპიური "ცოფიანი ქოფაკია", რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს
საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში
არქივი