ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ ოფიციალურად მილიონებია გადახდილი პატიმარ სააკაშვილის ოჯახის მხრიდან, რათა საქართველოს წინააღმდეგ სანქციები დაწესებულიყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
565 21 ივლისი 2023, 20:24
იმ პუნქტებზე მეტი, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტარები და პრეზიდენტი ბაიდენი უნდა დაარწმუნონ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებაში, რა შეიძლება ჩაიდინოს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ყოფილმა პრეზიდენტმა, არ ვიცი.“, - ამის შესახებ „მოამბეში“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, სწორედ ამერიკაში მოქმედი „რუსული კანონის“ შედეგია ის, რომ საზოგადოებამ გაიგო, თუ როგორ იხდის მილიონებს სააკაშვილის ოჯახი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ.

„საზოგადოებას ყოველთვის უნდა შევახსენოთ, რომ სააკაშვილის ოჯახის მიერ ლობიზმში დახარჯული თანხების შესახებ რა ინფორმაციასაც იღებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისა და საქართველოს საზოგადოება, არის სწორედ იმ ამერიკული კანონის, FARA-ს დამსახურება, რომლის შერბილებულ ვარიანტსაც ქართულ საზოგადოებას ვთავაზობდით და რატომღაც რუსულ კანონად მონათლეს. ამერიკაში მოქმედი „რუსული კანონის“ შედეგია ის, რომ გავიგეთ, თუ როგორ იხდის მილიონებს სააკაშვილის ოჯახი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ.
 
„ხალხის ძალასაც“ არ გვითქვამს იმდენი რამ, რაც იმ კონტრაქტშია მოცემული, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე დაიდო. ჩამოთვლილია ყველა ის მოქმედება, რაც უნდა შეასრულოს დაქირავებულმა ლობისტურმა კომპანია „აკერმანმა“. თვალშისაცემია ის, რომ 70% ამ მოქმედებებისა ეძღვნება საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. ანუ, პატიმარ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთი-ორი მუხლია, სადაც აღნიშნულია, რომ ამერიკის პრეზიდენტიდან დაწყებული, ევროპარლამენტარებით დასრულებული, ყველამ წვლილი უნდა შეიტანოს მის უკანონოდ გათავისუფლებაში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და საგანგაშო ის არის, რომ ოფიციალურად, მილიონებია გადახდილი პატიმარ სააკაშვილის ოჯახის მხრიდან, რათა საქართველოს წინააღმდეგ სანქციები დაწესებულიყო. ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ, „ხალხის ძალა“ ვამბობდით,  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებით დაადასტურა. ის აბსურდის თეატრი, რაც სააკაშვილის შემოპარებიდან დღემდე დადგეს, ცხადი გახდა. ამის მონაწილე არის ყველა ის ადამიანი, უცხოელი თუ ადგილობრივი, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი, რომლებიც ამბობენ - აბა, სად არის მეორე ფრონტი, აბა, ვინ იბრძვის ქვეყნის წინააღმდეგო და ა.შ. 

იმ პუნქტებზე მეტი, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტარები და პრეზიდენტი ბაიდენი უნდა დაარწმუნონ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებაში, რა შეიძლება ჩაიდინოს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქემ, ან თუნდაც, სხვა ქვეყნის მოქალაქემ, რომელიც ყოფილი პრეზიდენტია, არ ვიცი. საქართველოს მოქალაქეები უკვე რწმუნდებიან, რომ მათ იმაზე მეტი აქვთ განზრახული, ვიდრე იმ კონტრაქტში წერია.“,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი