შარშან „ხალხის ძალამ“ მუშაობა დავიწყეთ მსგავსი კანონპროექტის ორ ვარიაციაზე; ერთი ეროვნული იყო, მეორე ამერიკული კანონის სრული თარგმანი, ზუსტად იმისთვის, რომ აღრიცხულიყო იმ შადიმანების და მოღალატეების შესაძლო მოღალატეობრივი საქმიანობა დოკუმენტურად რეესტრში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
529 21 ივლისი 2023, 20:25
რაც გავიგეთ და შევიტყვეთ აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს საიტზე ატვირთული ინფორმაციიდან, შეიძლება „გლობალური ომის პარტიას“ ძალიან უნდოდეს, რომ ეს ყველაფერი არ ყოფილიყო გასაჯაროებული ამ დონემდე, ყოველ შემთხვევაში პრეცედენტს ამერიკელები ვერ შეძლებდნენ სააკაშვილის და დედამისის გულისთვის იმიტომ, რომ ეს კანონი უნივერსალურია და ეხება ყველას“, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ განაცხადა.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, აშშ-ს კანონის „FARA“-ს ანალოგის მიღება საქართველოში კანონად ვერ მოხდა, თუმცა დღეს ეს კანონი საქართველოში მიუღებლადაც მუშაობს.



„ შარშან „ხალხის ძალამ“ ფაქტობრივად, მუშაობა დავიწყეთ მსგავსი კანონპროექტის ორ ვარიაციაზე; ერთი ეროვნული იყო, მეორე ამერიკული კანონის სრული თარგმანი, ზუსტად იმისთვის, რომ აღრიცხულიყო იმ შადიმანების და მოღალატეების შესაძლო მოღალატეობრივი საქმიანობა დოკუმენტურად რეესტრში კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. კანონის მიღების შესაძლებლობა ჩვენ არ მოგვეცა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს კანონი მაინც მუშაობს მისი მიღება -არმიღების მიუხედავად და ამაში გვეხმარება რუსულ-ამერიკული კანონი „FARA“, რომელიც სკრუპულოზურად საკუთარი ქვეყნის კანონის მოთხოვნადა შესაბამისად აკეთებს ჩვენს ეროვნულ საქმეს. გამორიცხულია, ამ ყველაფრის საპირწონედ დააყენო პოლიტიკური მიზანშეწონილობა. რაც გავიგეთ და შევიტყვეთ აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს საიტზე ატვირთული ინფორმაციიდან, შეიძლება „გლობალური ომის პარტიას“ ძალიან უნდოდეს, რომ ეს ყველაფერი არ ყოფილიყო გასაჯაროებული ამ დონემდე, ყოველ შემთხვევაში პრეცედენტს ამერიკელები ვერ შეძლებდნენ სააკაშვილის და დედამისის გულისთვის იმიტომ, რომ ეს კანონი უნივერსალურია და ეხება ყველას. უცხოეთიდან შემოსული ნებისმიერი ცენტი უნდა იყოს ატვირთული, მისი ხარჯვითი ნაწილი, მიზანშეწონილობა, რაზე დაიხარჯა, ვინ დახარჯა და ა.შ... გამორიცხულია, ვინმემ დამალოს ეს ინფორმაცია, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიანაც უნდოდეს ამის დამალვა, თუნდაც პოლიტიკური მიზანშეწონილებიდან გამომდინარე. თაგვმა, იმდენი თხარა, იმდენი თხარა - კატა კი არა, მე მგონი ვეფხვი გამოთხარა. ისეთი ტიპის ინფორმაცია გახდა ჩვენთვის ხელმისაწვდომი, რომელმაც ფარდა ახადა ძალიან ბევრ ვარაუდს, რომელზეც დაგვცინოდნენ, მაგრამ ამ ვარაუდებმა უტყუარი მონაცემების ფორმა მიიღეს. ეს არის ევრორეზოლუციების პროექტების მომზადება, ქვეყნის პრეზიდენტის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ამერიკელი კონგრესმენების ჩართვა. მე მქონდა კულუარული ინფორმაცია (არა „FARA“-ს კანონიდან გამომდინარე), 23-28 მარტის კონგრესის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის დონეზე იხილებოდა, ჩვენი 4 მოსამართლის სანქციების ქვეშ შეყვანა, რაშიც მონაწილეობდა ძალიან ფართო ლობისტების ე.წ. გუნდი. მათ შორის, ჟიგიმატანტას პავილიონისი, ემანუელეს ზინგერისი (ლიტველი პოლიტიკოსები), ქალბატონი შახინი - ამ კომიტეტის ერთ-ერთი წამყვანი წევრი. მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს კამპანია შესაძლოა ყოფილიყო დაფინანსებული „აკერმანთან“ დადებული ხელშეკრულების ფარგლებში. ახლა ამის ვარაუდის გაკეთება შემიძლია თამამად იმიტომ, რომ იმდენად ჯდება ერთ-ერთში ეს ცალკეული ეპიზოდი იმ საქმიანობასთან, რომელსაც აწარმოებდა ყოფილი პრეზიდენტის ოჯახი „აკერმანის“ მეშვეობით საქართველოს წინააღმდეგ“, - განაცხადა ქართველიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ჩინეთი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მას ესაუბრება პატივისცემის, სტატუსისა და პრაქტიკული ინტერესის ენით, მაშინ როცა ბრიუსელიდან თბილისი წლების განმავლობაში ისმენს მორალისტური, უსამართლო და ანტიქართული რიტორიკის მუდმივ ნიაღვარს
დავით ქართველიშვილი On.ge - ზე: ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი ონლაინ მედია, ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე არიან "ვებ - გვერდიანი NGO - ები" და ზუსტად იგივე მავნებლურ როლს ასრულებენ ქვეყნისთვის
შალვა პაპუაშვილი გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ აზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს
დავით ქართველიშვილი: მიხაელ გალერი ევროპარლამენტის ტიპიური "ცოფიანი ქოფაკია", რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს
საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში
არქივი