თამარ ჩიბურდანიძე კელი დეგნანზე: სააკაშვილის ლობიზმი ხომ დანაშაულია ქართველი ხალხის წინაშე, მაგრამ კიდევ უფრო დიდი დანაშაულია მონაწილეობა მიიღო იმ ლობიზმში, რომელიც საქართველოს დასანქცირებას ითხოვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
664 22 ივლისი 2023, 15:01

კელი დეგნანი უფრო „ხალხის ძალის“ განცხადებებს კითხულობს, ვიდრე საკუთარი სამინისტროს დოკუმენტებს, მაშინ ჩვენ ვეტყვით სიმართლეს, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე წერს. მისი თქმით, თუ დღეს საზოგადოებას ცუდი დამოკიდებულება აქვს აშშ-ს მიმართ, ეს თავად კელი დეგნანმის დამსახურებაა, რომელმაც გაანადგურა ამერიკის იმიჯი საქართველოში.

„ამერიკის ელჩმა განაცხადა, რომ არ წაუკითხავს საკუთარი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნებული მასალები სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის შესახებ. არც ის იცის თურმე, რა ჩამონათვალია ამ სიაში და რაც მთავარია, ისიც კი არ იცის, რომ ამ ლობიზმის ერთ-ერთი მთავარი საკითხია საქართველოში ამერიკის საელჩოს ხელშეწყობით ამ პუნქტების განხორციელება. აღარ ვსაუბრობთ ევროპარლამენტისთვის ამერიკიდან გამოგზავნილ რეზოლუციებზე და განცხადებების ტექსტებზე.

სააკაშვილის ლობიზმი ხომ დანაშაულია ქართველი ხალხის წინაშე, მაგრამ კიდევ უფრო დიდი დანაშაულია მონაწილეობა მიიღო იმ ლობიზმში, რომელიც საქართველოს დასანქცირებას ითხოვს. ეს კარგად აქვს გააზრებული ამერიკის ელჩს და სწორედ ამიტომ ამბობს, რომ არ წაუკითხავს საკუთარი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რაშიც თავადაც იღებს მონაწილეობას.

რადგან კელი დეგნანი უფრო „ხალხის ძალის“ განცხადებებს კითხულობს, ვიდრე საკუთარი სამინისტროს დოკუმენტებს, მაშინ ჩვენ ვეტყვით სიმართლეს.

სიმართლე კი ის არის, რომ მას ყველაფერი კარგად აქვს წაკითხულიც, გააზრებულიც და შესრულებულიც. ისიც კარგად იცის, რომ ჩვენს მიერ წარდგენილი კანონი სწორედ ამერიკული FARA-ს ანალოგი იყო, მაგრამ რადგან ერთხელ შეძლო შანტაჟით და მოტყუებით ჩვენი საზოგადოების ნაწილის თვალის ახვევა ჰგონია, რომ ეს ყოველთვის შესაძლებელია. სწორედ ის მოტყუებული და დაშანტაჟებული საზოგადოება დღეს სულ სხვაგვარად საუბრობს ამ კანონზე და ხვდებიან, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა ჩვენთვის უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა და სიმართლის ცოდნა.

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ კელი დეგნანმა გაანადგურა ამერიკის იმიჯი საქართველოში. თუ ვინმე ახდენს დასავლური ღირებულებების დისკრედიტაციას, სწორედ ამ დასავლური პოლიტიკის დღევანდელი მსახურნი, რომელთა ქმედებაც მხოლოდ მოკლევადიან პოლიტიკურ სტრატეგიაზეა გათვლილი.

იმედს ვიტოვებთ, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში დღეს დეზინფორმაციაზე აწყობილი კომუნიკაცია საღი და სიმართლეზე დაფუძნებული პარტნიორობით შეიცვლება, რაშიც ლომის წილი სწორედ ელჩებს აქვთ", - წერს ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი