დავით ქართველიშვილი: დანაშაულებრივი სქემების დამალვის მიზნით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლები, აშშ-ის ელჩი და მათ მიერ კონტროლირებადი აგენტურა თანახმანი იყვნენ, რუსთაველზე დაღვრილიყო ქართველების სისხლი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
458 24 ივლისი 2023, 15:21
არ უნდა დავიღალოთ იმის განმეორებით, თუ რა კანონპროექტს ებრძოდა ასეთი გაშმაგებით ვაშინგტონი, ბრიუსელი და კიევი. ებრძოდა, თუნდაც, ჩვენი მსხვერპლის ფასად. თუნდაც სამოქალაქო დაპირისპირებისა და „მაიდანის“ ფასად“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, პროგნოზირებადი ტრიგერი დაღვრილი სისხლის სახით თავიდან ავიცილეთ.

„არ უნდა დავიღალოთ იმის განმეორებით, თუ რა კანონპროექტს ებრძოდა ასეთი გაშმაგებით ვაშინგტონი, ბრიუსელი და კიევი. ებრძოდა, თუნდაც, ჩვენი მსხვერპლის ფასად. თუნდაც სამოქალაქო დაპირისპირებისა და „მაიდანის“ ფასად. საქართველოს მოსახლეობას არ უნდა გაეგო ყველაფერი ის, რასაც სააკაშვილის ოჯახსა და რიგით იურიდიულ ფირმასთან დადებულმა მხოლოდ ერთმა ხელშეკრულებამ ახადა ფარდა...

ამ ერთი ხელშეკრულების ფარგლებში ვინ რა დოზითა და საფასურით იყო ჩართული ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში, გასაოცარია. ახლა კი წარმოიდგინეთ და გაამრავლეთ ეს გამზეურებული მონაცემები „ათასიან“ კოეფიციენტზე, და მაინც ვერ მივუახლოვდებით ჭეშმარიტებას, ვინაიდან ოფიციალურად დაფიქსირებული თანხების მიღმა „ქეშის“ რა ოდენობაა დახარჯული, ლუციფერმა უწყის.

ამ დანაშაულებრივი სქემების დამალვის მიზნით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლები, აშშ-ის ელჩი და მათ მიერ კონტროლირებადი აგენტურა - საქართველოს მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები, ევროკავშირის 27-ვე ელჩი, ჩვენი „ოპოზიცია“, თანახმანი იყვნენ, რუსთაველზე დაღვრილიყო ქართველების სისხლი. ამიტომ ყველანი ამ შემდგარი შეთქმულებისა და არშემდგარი კატასტროფის მომზადებაში დამნაშავენი არიან.

„იმედის კვირაში“ გუშინ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა, გააჟღერა ის, რაც ჩვენ დიდი ხანია, ვიცოდით. დიახ, ქვეყნის ერთ-ერთ ლიდერთან აუდიენციაზე მისულმა კელი დეგნანმა პირდაპირ განაცხადა: „რაც არ უნდა ამტკიცოთ, თქვენს კანონპროექტს ჩვენ ყველა დონეზე შევრაცხავთ, როგორც „რუსულ კანონს“, აქედან გამომდინარე ყველა მოსალოდნელი შედეგით“. დეგნანისთვის სასურველი შედეგი ვერ მივართვით, მადლობა ღმერთს, პროგნოზირებადი ტრიგერი დაღვრილი სისხლის სახით თავიდან ავიცილეთ.

დადგება დრო, როდესაც დასუსტებული „გლობალური ომის პარტიის“ პირობებში, საქართველო აუცილებლად დაუბრუნდება თავისი „დაუძინებელი მეგობრების“ მავნებლობის გამჭვირვალობის კანონის მიღებას. დღეს ამ დასუსტების გზაზე ისიც დიდ საქმედ მიმაჩნია, რომ „პატარა დავითი“ ხმამაღლა ამხელს „გოლიათს“ მისი გარდაუვალი დამარცხების წინ.“
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი