თამთა მეგრელიშვილი: „ხალხის ძალა“ ამზადებს ნიადაგს პოლიტიკური პრაგმატიზმისათვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
645 26 ივლისი 2023, 12:54
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი მოძრაობის გეგმებსა და მიზნებზე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც თამთა მეგრელიშვილი აღნიშნავს, „ხალხის ძალის“ მიზანია პოლიტიკურ აქტორთა მოღვაწეობაში განმსაზღვრელი პრიორიტეტი ღიად გახდეს ეროვნულ სახელმწიფოებრივი მიზნები და ინტერესები.
„საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ ამზადებს ნიადაგს პოლიტიკური პრაგმატიზმისათვის, რადგან ეს დემოკრატიის სტაბილურობის წინაპირობაა.
„ქართული ოცნების“ მიერ წლებია ყალიბდება პოლიტიკური ცხოვრების ისეთი მოდელი, რომელიც ემყარება ინსტიტუციურ მდგრადობას, ანუ დემოკრატიის პირველადი მიზანი თითქმის მიღწეულია (სახელისუფლებო გუნდმა მიაღწია პოლიტიკურ სტაბილურობას, როცა პოლიტიკურ აქტორთა ცვლა ვერ არყევს ინსტიტუციურ მდგრადობას).
ამის პარალელურად „ხალხის ძალის“ მიერ პოლიტიკური გონის ფორმირება დაიწყო მთავარი მიზნით - პოლიტიკურ აქტორთა მოღვაწეობაში განმსაზღვრელი პრიორიტეტი ღიად გახდეს ეროვნულ სახელმწიფოებრივი მიზნები და ინტერესები. დიახ, ეს მისია საკუთარ თავზე აიღო „ხალხის ძალამ“.
დემოკრატიის სტაბილურობა პოლიტიკური ერის ფორმირების პროცესთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.
პოლიტიკური ერი ინტეგრაციის მაღალი დონით ხასიათდება და პოლიტიკური კულტურის რაციონალურ-აქტივისტური ფორმებით გამოირჩევა.
დღეს ეს გვჭირდება ჩვენ, სჭირდება ქართულ სახელმწიფოს და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ.“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი