დიმიტრი ხუნდაძე: დღეს ვხედავთ ოკუპანტი რუსეთის მიერ განადგურებულ უკრაინას, რომლის პრეზიდენტიც ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ ხალხს სიმართლე უთხრას, ჩვენთვისაც კი იცლის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
651 26 ივლისი 2023, 13:48

უკრაინულ საზოგადოებასაც რომ მეტი სცოდნოდა მათ სამთავრობო კულისებში მიმდინარე პროცესების შესახებ, ომს ისინიც აიცილებდნენ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე გავრცელებულ განცხადებაში საუბრობს.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ოკუპანტი რუსეთის მიერ განადგურებული უკრაინის პრეზიდენტი ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ ხალხს სიმართლე უთხრას, საქართველოსთვისაც კი იცლის.

„ხალხის ძალის“ მიერ ერთი წლის განმავლობაში ქართველი საზოგადოებისთვის მიწოდებულმა სიმართლემ შედეგი გამოიღო - ხალხი ინფორმირებულია იმ კულუარულ პროცესებზე, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს. სანდო ინფორმაციით აღჭურვილი საზოგადოება ძლიერია და მისი შეცდომაში შეყვანა უკვე შეუძლებელი ხდება.

უკრაინულ საზოგადოებასაც რომ მეტი სცოდნოდა მათ სამთავრობო კულისებში მიმდინარე პროცესების შესახებ, ომს ისინიც აიცილებდნენ. დღეს კი ვხედავთ ოკუპანტი რუსეთის მიერ განადგურებულ უკრაინას, რომლის პრეზიდენტიც ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ ხალხს სიმართლე უთხრას, ჩვენთვისაც კი იცლის და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.

საბოლოოდ, ყველაფერი ცხადი ხდება. ჩვენ ვამბობდით, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურდათ. ჩვენს მხილებას უარყოფდნენ, თუმცა, პოლიტიკური ლიდერები თავადვე მოუწოდებდნენ ქართველებს, იარაღი აეღოთ ხელში. დღეს ყველასათვის ნათელია, რომ ისინი, ვინც საზოგადოებას წაუკითხავი კანონი გააპროტესტებინეს, ქვეყანას ომში ექაჩებოდნენ. რუსულად მონათლეს კანონი, რომელიც საზოგადოებას მეტის ცოდნის საშუალებას აძლევდა.

გავა დრო და საბოლოო შეფასებასა და დასკვნას მაინც საზოგადოება გააკეთებს. ეს დასკვნა საქართველოში იქნება ადეკვატური, უკრაინაში კი - მკაცრი“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი