უნდა გავითვალისწინოთ, რომ მსგავსი რეკომენდაციები ევროკავშირმა მისცა უკრაინასა და მოლდოვასაც, თუმცა ამ ქვეყნებს ისე მისცეს კანდიდატის სტატუსი, რომ ეს რეკომენდაციები შესრულებული არ ჰქონდათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
507 26 ივლისი 2023, 21:23
„12 პუნქტიდან ყველა შესრულებულია. ის პუნქტები, რომლებიც არ ჩათვალეს შესრულებულად, ეს ეხება მხოლოდ გარკვეულ ნაწილს, რაც გულისხმობს უკვე მიღებული კანონების ნაწილობრივ შესრულებული რეკომენდაციების პრაქტიკაში აღსრულებას“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა, რადიო „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, რეკომენდაციების შესრულება არის მხოლოდ საბაბი და რეალური გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე უნდა მიიღოს ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ.

„ვეთანხმები ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომ საქართველოსთვის სტატუსის არმინიჭების არავითარი საბაბი არ არსებობს  12 პუნქტის შესრულების თაობაზე, რადგან ყველა პუნქტი შესრულებულია. ამას მოწმობს ევროკომისიის ანგარიში. ის პუნქტები, რომლებიც არ ჩათვალეს შესრულებულად, ეს ეხება მხოლოდ მათ გარკვეულ ნაწილს, რაც გულისხმობს უკვე მიღებული კანონების ნაწილობრივ შესრულებული რეკომენდაციების პრაქტიკაში აღსრულებას. პრაქტიკაში აღსრულებას, რა თქმა უნდა, სჭირდება დრო, ეს დრო კი გვაქვს ოქტომბრამდე და დეკემბრამდე, თუმცა გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური და არ იქნება დამოკიდებული ამ რეკომენდაციების შესრულებაზე. პოლიტიკური იქნება იმ გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რაც იმ პერიოდისთვის იქნება ევროპასა და რეგიონში, ამიტომ დიახაც, საბაბი იქნება ამ რეკომენდაციების შესრულება, თუ შეუსრულებლობა. თან გავითვალისწინოთ ის, რომ მსგავსი რეკომენდაციები მათ მისცეს უკრაინასა და მოლდოვასაც, თუმცა ამ ქვეყნებს ისე მისცეს კანდიდატის სტატუსი, რომ ეს რეკომენდაციები შესრულებული არ ჰქონდათ. აქედან თავისთავად ცხადია და ლოგიკაც გვკარნახობს, რომ რეკომენდაციების შესრულება არის მხოლოდ საბაბი და რეალური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ. თუმცა ვფიქრობ, რომ როგორც საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი ევროკავშირში ინტეგრაცია, სწორედ ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვისაც და ეს ორი შემხვედრი ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადაიდგას ამ ეტაპზე“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი