ზურაბ ქადაგიძე: 2012 წლის სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევნებში, როდესაც ადამიანებს თავი ქონდათ გადადებული, ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის ფულს იპარავდა და მოპარულ თანხებს საკუთარ ცოლ-შვილზეც კი აფორმებდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
545 27 ივლისი 2023, 10:49
გია ხუხაშვილი, იგივე ბატონი პიტალო, სააკაშვილის ლობისტებისგან ქრთამის აღების თემაზე გიორგი მარგველაშვილს გამოესარჩლა და თქვა, მარგველაშვილი ყველაზე სუფთა კაცია და ბიძინა ივანიშვილმა მისი გასვრაც მოინდომაო, - ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, გია ხუხაშვილიც და გიორგი მარგველაშვილიც, უცხოელი აგენტები და “ნაციონალური მოძრაობის” მიერ “ქართულ ოცნებაში” შეგზავნილი პირები იყვნენ. მისი თქმით, ხუხაშვილი 2012 წლის არჩევნების დროს ბიძინა ივანიშვილს ფულსაც პარავდა.
“გია ხუხაშვილი, იგივე ბატონი პიტალო, სააკაშვილის ლობისტებისგან ქრთამის აღების თემაზე გიორგი მარგველაშვილს გამოესარჩლა და თქვა, მარგველაშვილი ყველაზე სუფთა კაცია და ბიძინა ივანიშვილმა მისი გასვრაც მოინდომაო.
საინტერესოა, რომ საკუთარ სისუფთავეზე თვითონ მარგველაშვილიც კი არ დებს თავს. როდესაც სააკაშვილის მხარდაჭერის სანაცვლოდ ქრთამის აღებაზე დაუსვეს კითხვა, საყოველთაოდ ცნობილმა პოლიტიკურმა კიკუმ მხოლოდ იმის თქმა მოახერხა, 10500 დოლარად აბა როგორ გავიხდიდიო. ანუ გასახდელად რომ ყოველთვის მზადაა, ამას თავადაც არ უარყოფს, უბრალოდ საჯაროდ იმის აღიარება მაინც არ მოუნდა, რომ ამხელა ექსპრეზიდენტი კაცი მხოლოდ 10500 დოლარად გაიყიდა.
სინამდვილეში, მარგველაშვილიც ზუსტად ისეთივე სუფთა კაცია, როგორც შენ, ჩემო პიტალო, ანუ არც სუფთაა და არც კაცი. განგებამ ორივეს ერთი ხვედრი გარგუნათ - ისიც და შენც თან უცხოელი აგენტები იყავით და თან „ოცნებაში“ შეგზავნილი ნაცმოძრაობის „ნასედკები“.
იმ დროს, როდესაც 2012 წლის სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევნებში ადამიანებს თავი ქონდათ გადადებული, ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის ფულს იპარავდა და მოპარულ თანხებს საკუთარ ცოლ-შვილზეც კი აფორმებდა. როცა მარგველაშვილი პრეზიდენტი გახდა, პირველივე კანონზე ვეტოს დადება მოინდომა, ისე, რომ იმ კანონის საწინააღმდეგოდ ერთი არგუმენტიც არ ქონდა. მარგველაშვილი თვეობით არ ხსნიდა გრიფს დოკუმენტებს, რომლებიც სააკაშვილის კორუმპირებულობას ადასტურებდა და ეს მან მხოლოდ მას შემდეგ გააკეთა, რაც საჯარო კრიტიკა დაატყდა თავს. პრეზიდენტობის პირველივე დღიდან, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ წყალობით მიღებული პრეზიდენტის მაღალი სტატუსი მარგველაშვილმა ნაცმოძრაობისა და მისი პატრონების აგენტობაზე გაცვალა. ბატონო გია, ჩემო პიტალო, სწორედ ამ და ბევრ სხვა ფაქტზე დაყრდნობით, სრული სითამამით შემიძლია ვთქვა, რომ შენც და მარგველაშვილიც ზუსტად ერთნაირი სიბინძურის ეტალონები ხართ. ასე რომ, ჩემო პიტალო, ჩემი მოკრძალებული რჩევა იქნება, ნურც შენი და ნურც შენი პარტიული ამხანაგების სისუფთავის საჯაროდ დაცვით დიდად ნუ გამოიდებ თავს, თორემ თქვენი სიბინძურის გასახსენებელი ფაქტი კიდევ ბევრი გვაქვს. იმასაც კიდევ ერთხელ გაგახსენებ, რომ ერთ და მშვენიერ დღეს სამართლიანობა შენს მიმართაც აღდგება და შენივე სიტყვებით რომ ვთქვა, დაფერთხვა შენც აუცილებლად მოგიწევს.” - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი