როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორი, უძლიერესი ქვეყნის საელჩო ამ დღეებში, ამ სამარცხვინო კინკლაობით არის ჩვენთან გართული, იმავე დღეებში აღმოსავლეთის ლიდერ ქვეყანაში, ზესახელმწიფოში ზარ-ზეიმით და პატივისცემით ხვდებიან ჩვენი პატარა ქვეყნის ლიდერს, პრემიერ-მინისტრს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
628 27 ივლისი 2023, 21:10
საქართველომ ამ ყველაფერს - კოშმარს, ჯოჯოხეთს და ბახმუტიზაციას დააღწია თავი. დღეს ისინი ჩვენზე შურს იძიებენ - როგორთუ ყველაზე ჭკვიანები თქვენ აღმოჩნდით? - დიახ, აღმოვჩნდით ჭკვიანები იმიტომ, რომ გვინდა მშვიდობა და სტაბილურობა“, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა,„პოსტივის“ ეთერში  ისაუბრა. 





 ქართველიშვილი თქმით, საქართველოს უყურებენ ისე, როგორც ინდიელების კიდევ ერთ ტომს, რომელიც მათ არ ემორჩილება და ცდილობენ მის დასჯას. 



„ნუ ვიქნებით ასეთი გამოუსწორებელი ოპტიმისტები, მინდა დაწყებული პათოსი გავაგრძელო, აქ ვიქტორია ნულანდი ვახსენეთ კიევის მაიდანის დროს განვითარებულ მოვლენებზე და ასევე, მინდა კიევის მაიდანის კიდევ ერთი მონაწილე შევახსენო ჩვენს საზოგადოებას - დიპლომატი ალან პარსელი, რომელიც მაიდანის დღეებში - 2014 წელს ვიქტორია ნულანდის მარჯვენა ხელი იყო. ეს ის ადამიანი და დიპლომატია,რომელიც არის ფერადი რევოლუციების ძალიან დიდი სპეციალისტი და ტექნოლოგი; რომელიც მოარული ხმებით მომავალი ახალი აშშ-ს ელჩის მოადგილედ მოგვევლინება აქ საქართველოში; რომელსაც აქვს ნამუშევარი უკვე თბილისში ძალიან საინტერესო წლებში (2006-2008 წლებში) და ფაქტობრივად, უბრუნდება საქართველოს. მაგრამ საინტერესოა რა იპოსტასში, რა უნდა, რისი გაკეთება სურს? + კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის არის ფერადი რევოლუციების ერთ-ერთი დიდი სპეციალისტი და ტექნოლოგი, რომელსაც დიდი პრაქტიკა აქვს ლათინო-ამერიკასა და პოსტსაბჭოურ სივრცეში გავლილი. ამიტომ, ვნახოთ რას გვიპირებენ, რა უნდათ. მე ვიცი ერთი რამ - როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორი, უძლიერესი ქვეყნის საელჩო ამ დღეებში, ამ სამარცხვინო კინკლაობით არის ჩვენთან გართული, იმავე დღეებში აღმოსავლეთის ლიდერ ქვეყანაში, ზესახელმწიფოში ზარ-ზეიმით და პატივისცემით ხვდებიან ჩვენი პატარა ქვეყნის ლიდერს, პრემიერ-მინისტრს. ეს კონტრასტი იმდენად თვალსაჩინოა, უბრალოდ მინდა მივმართო აშშ-ს ელჩს, საელჩოს - მიბაძეთ, მიბაძეთ მათ. ზესახელმწიფოები მიდიან, მოდიან, მაგრამ აი ეს პარტნიორული, მეგობრული დამოკიდებულება, აწყობილი ეკონომიკურ პროექტებზე, მშვიდობაზე, ურთიერთპატივისცემაზე შეიძლება გააჩნდეს დიდ სახელმწიფოს პატარა სახელმწიფოსთანაც. ნუ გვიყურებთ, როგორც ინდიელების კიდევ ერთ ტომს, რომელიც თქვენ ვერ დაიმორჩილეთ და ამიტომ შურისძიებას აქვს ადგილი ჩვენთან მიმართებით. საქართველომ ამ ყველაფერს - კოშმარს, ჯოჯოხეთს და ბახმუტიზაციას დააღწია თავი. დღეს ისინი ჩვენზე შურს იძიებენ - როგორთუ ყველაზე ჭკვიანები თქვენ აღმოჩნდით? - დიახ, აღმოვჩნდით ჭკვიანები იმიტომ, რომ გვინდა მშვიდობა და სტაბილურობა. რისთვისაც ჩავიდა დღეს პეკინში ჩვენი პრემიერ-მინისტრი“, - განაცხადა ქართველიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი