ვატო შაქარიშვილი - ჩინეთის ლიდერისგან მსგავსი მნიშვნელობის გზავნილები არის  უდიდესი აღიარება, რომ საქართველომ მოახერხა ისეთი პოლიტიკის წარმართვა, რომელმაც ჩვენს მიმართ გაზარდა ნდობა, პატივისცემა და ინტერესი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
640 28 ივლისი 2023, 13:04
საზოგადოებრივი მოძრაობა “საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის სი ძინპინის შეხვედრას ეხმიანება.

შაქარიშვილის თქმით, ისტორიული მოვლენის მომსწრენი ვართ. ჩვენი ქვეყანა მსოფლიო გეოპოლიტიკურ ასპარეზზე თავის ღირსეულ ადგილს იმყარებს. 

“ისტორიული მოვლენის მომსწრენი ვართ - საქართველო და ჩინეთი ურთიერთობის ახალ, სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადადიან. 
ჩვენი ქვეყანა მსოფლიო გეოპოლიტიკურ ასპარეზზე თავის ღირსეულ ადგილს იმყარებს! ჩინეთის ლიდერისგან მსგავსი მნიშვნელობის გზავნილები არის კიდევ ერთი უდიდესი აღიარება, რომ საქართველომ ყველაზე რთულ მოცემულობაში მოახერხა ისეთი პოლიტიკის წარმართვა, რომელმაც ჩვენს მიმართ გაზარდა ნდობა, პატივისცემა და ინტერესი! 
სწორედ ეს არის ჭეშმარიტი “შესაძლებლობების ფანჯარა,” რეალური და ხელშესახები, რაც საქართველოს მოუტანს გრძელვადიან სტაბილურობას, ინვესტიციებს, სწრაფ ეკონომიკურ აღმავლობას. ეს ყველაფერი კი თავისთავში გულისხმობს ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებსაც! 
საამაყო და იმედისმომცემი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის!”- წერს ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი