საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი ჯერ არ გასაჯაროებულა და ეს ორი „ლუზერი“, ერთი პარტიიდან გაგდებული, საკუთარი ოჯახისგან იგნორირებული და მეორე - ათას „ენჯეოს“ გადაფრენილი, აპროტესტებენ გაუსაჯაროებელ დოკუმენტს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
633 29 ივლისი 2023, 11:02
აი, ამ „ენჯეოშნიცას“ მოტივი რა არის, თან გაუსაჯაროებელ დოკუმენტზე ასეთი პრიმიტიული გამოხმაურება? - მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი დავალება, რომელსაც ასეთ დროს იღებენ გავლენის ბენეფიციარები“ - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის მიერ გამოთქმულ კრიტიკას პრემიერ ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით. 

ქადაგიძე ასევე ეხმიანება ყოფილი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის მსგავსი შინაარსის განცხადებას. ქადაგიძის თქმით, ჯერ კიდევ გაუსაჯაროებელი დოკუმენტის ნეგატიურად შეფასება იმაზე მიუთითებს, რომ ამ შეფასების ავტორები გავლენიანი პირების დაკვეთას ასრულებენ.

„ფაქტების კონსტატაცია

საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი ჯერ არ გასაჯაროებულა. ანუ არ ვიცით, კონკრეტულად რა მიმართულებებსა და სფეროებზე გავრცელდება თანამშრომლობა. ჰოდა აი ეს ორი „ლუზერი“, ერთი ამერიკაში ჩამოლაბორანტებული, პარტიიდან გაგდებული, საკუთარი ოჯახისგან იგნორირებული და მეორე - ათას „ენჯეოს“ გადაფრენილი, ორი ათას პარტიას მიკედლებული, უპერსპექტივო პოლიტიკოსი და მაინც „ენჯეოშნიცას“ აზროვნებაზე დარჩენილი, აპროტესტებენ ჯერ გაუსაჯაროებელ დოკუმენტს.

კიზინგერი ვიცით, რა „ფრუქტიცაა“ და გასაგებია მისი მცდელობა, რომ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობაზე წერით ცდილობს მიიქციოს ყურადღება. აბა, ისე საკუთარი ოჯახის წევრებიც აღარ უსმენენ.

აი, ამ „ენჯეოშნიცას“ მოტივი რა არის, თან გაუსაჯაროებელ დოკუმენტზე ასეთი პრიმიტიული გამოხმაურება? - მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი დავალება, რომელსაც ასეთ დროს იღებენ გავლენის ბენეფიციარები.

სხვათა შორის, სადაც კი ჩინეთის თემა წამოწეულა ამ წლებში, ყველგან ეს „ჩამოლაბორანტებული ენჯეოშნიცა“ ახმაურდა და გააფთრებით ეცადა თემის გაშავებას.

საინტერესოა, ნეტავ, ვინ ამოძრავებს იმ მარიონეტის თოკს, რაზეც ეს კონწიალობს?“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი