თამარ ჩიბურდანიძე: „ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების გარანტიაა“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
580 29 ივლისი 2023, 12:00
„საქართველო და ევროპა ვეღარ იქნება რუსეთისგან მუდმივი შანტაჟის მსხვერპლი. აღმოსავლეთის კავშირი დასავლეთთან საქართველოს გავლით იქნება შესაძლებელი. ჩვენ უკვე რეალურად გავხდით მსოფლიოს გეოპოლიტიკური კარიბჭე“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობა არა მხოლოდ ამ ორი ქვეყნისთვის, არამედ ევროპისთვისაც ხელსაყრელი იქნება.

„ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს ევროკავშირში სწრაფი  გაწევრიანების გარანტიაა. „ახალი შუადერეფანი“ ძლიერი ეკონომიკური სარგებლობის მომტანი იქნება არა მარტო ჩვენთვის, არამედ ევროპისთვისაც. საქართველო და ევროპა ვეღარ იქნება რუსეთისგან მუდმივი შანტაჟის მსხვერპლი. აღმოსავლეთის კავშირი დასავლეთთან საქართველოს გავლით იქნება შესაძლებელი. ჩვენ უკვე რეალურად გავხდით მსოფლიოს გეოპოლიტიკური კარიბჭე. 

ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები გვაცხოვრებს ახალ პოლიტიკურ რეალობაში, სადაც რუსეთი ვეღარ იქნება მთავარი მოთამაშე, თუმცა ის ჯერ კიდევ რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ პოლიტიკურ პოლუსად. 

რაც შეეხება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, მჯერა, ევროპას ეყოფა გონიერება და არა მარტო სტატუსის მონიჭება, არამედ ევროკავშირში  გაწევრიანებაც დაჩქარებული ტემპით მოხდება. ალბათ, ყველა ხვდება, რომ საქართველოს არ შეუქმნია ის რეალობა, რაც დღეს არის მსოფლიოში, ჩვენ ამ ახალ მოცემულობას ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ ვიყენებთ. 

ეს არის ისტორიული შანსი საქართველოსთვის -  უკვე აღმოსავლეთით გვყავდეს კიდევ ერთი ძლიერი სტრატეგიული პარტნიორი, რომლის ეკონომიკაც მსოფლიოში სულ მალე პირველ ადგილზე გადაინაცვლებს. ასევე ეს არის ისტორიული შანსი ევროპისთვისაც, რუსეთისგან გვერდის ავლით დაამყაროს კავშირები მსოფლიოს ახალ წამყვან სახელმწიფოსთან. 

ისტორიამ აჩვენა, რომ საქართველოს შეუძლია ღირსეული პარტნიორობა, თუკი სტრატეგიული მეგობრები თავად არ დაარღვევენ მთავარ პრინციპებს“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი