ვატო შაქარიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის და სი ძინპინის შეხვედრაზე: ნაც-ლიბერალების და აგენტურული ქსელის რეაქცია თვითლუსტრირებასთან ერთად, გუშინდელი მოვლენის პოზიტიურ მნიშვნელობას ადასტურებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
484 29 ივლისი 2023, 15:58
მძიმე სანახავია, საკუთარი ქვეყნის წარმატებით გაცოფებული აგენტურა. ნაც-ლიბერალების და საქართველოში მოქმედი აგენტურული ქსელის რეაქცია თვითლუსტრირებასთან ერთად, კიდევ ერთხელ ადასტურებს გუშინდელი მოვლენის პოზიტიურ მნიშვნელობას! - წერს საზოგადოებრივი მოძრაობის "საქართველო უპირველეს ყოვლისა" დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის შეხვედრასთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის რეაქციაზე.

შაქარიშვილის თქმით, ხელისუფლების ოპონენტები უკვე საუბრობენ იმის შესახებ, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ცუდია. მისი განცხადებით, მრავალი წლის განმავლობაში, საქართველოს გარეთ წყდებოდა, ვისთან უნდა ჰქონოდა ურთიერთობები ქვეყანას, რაც მიუღებელია. 

როგორც ვატო შაქარიშვილი აღნიშნავს, "დაუძინებელ მეგობრებს"  არ სურთ, რომ საქართველომ დამოუკიდებელი, საკუთარ ინტერესებზე მორგებული პოლიტიკა აწარმოოს, თუმცა, მნიშვნელოვანია, ქვეყანამ ახალ მსოფლიო წესრიგში საკუთარი ადგილი იპოვოს.

"მზე დასავლეთიდან, მხოლოდ დასავლეთიდან ამოდისო!
მძიმე სანახავია, საკუთარი ქვეყნის წარმატებით გაცოფებული აგენტურა. ნაც-ლიბერალების და საქართველოში მოქმედი აგენტურული ქსელის რეაქცია თვითლუსტრირებასთან ერთად, კიდევ ერთხელ ადასტურებს გუშინდელი მოვლენის პოზიტიურ მნიშვნელობას!
დოკუმენტი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ჯერ არ გამოქვეყნებულა და უკვე გამოყარეს მარიონეტები - იძახეთ, რომ ცუდია და რომ არ შეიძლება ჩინეთთან სტრატეგიული კავშირის დამყარეობაო.
წარმოუდგენელი სისულელის და მავნებლობის გახმოვანებისთვის პიონერად შეარჩიეს ყოფილი პრემიერის და აწ უკვე ტიკ-ტოკში (სხვათაშორის ჩინური აპლიკაციაა) დაკარგული გახარიას პარტიის წარმომადგენელი, რომელმაც გვითხრა, რომ ჩვენ უკვე გვყავს სტრატეგიული პარტნიორები ევროპისა და ამერიკის სახით ამიტომ სხვასთან, მით უმტეს ჩინეთთან როგორ შეიძლება ურთიერთობების დამყარებაო.
დამტვერილი აგენტებიც ჩამოიღეს თაროებიდან და სინქრონულად ალაპარაკებენ ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის საწინააღმდეგოდ. გამოჩნდა საკუთარი ოჯახიდან გაგდებული და საკუთარი პარტიიდან გაძევებული, ადამ კიზინგერი, ველოდებით იან კელის და დევიდ კრამერსაც…(სია გრძელია)
ცხადია, ჯერ კიდევ გუშინ გამოცხადებული პარტნიორობა საქმეში და კონკრეტულ პროექტებში რომ განხორციელდება, კიდევ უფრო გაძლიერდება ზეწოლა ჩვენი “დაუძინებელი მეგობრების” მხრიდან, რომელთაც არ სურთ, რომ საქართველომ აწარმოოს დამოუკიდებელი, საკუთარი ინტერესებისთვის სასარგებლო პოლიტიკა.
ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო და თავად მივიღებთ გადაწყვეტილებას, ვინ ავირჩიოთ პარტნიორად და ვინ არა! წლების განმავლობაში ჩვენი კომპასი მხოლოდ ერთ მიმართულებაზე დაგვიყენეს და სხვა მიმართულებით გახედვასაც კი გვიკრძალავდნენ, ქვეყნის გარეთ წყდებოდა ვისთან, რა დოზით ექნებოდა საქართველოს ურთიერთობა, ეს ასე ვეღარ მოხდება!
ჩინეთი არ არის მხოლოდ ვაჭრობა და ეკონომიკა, ჩინეთს აქვს უმნიშვნელოვანესი როლი ახალ, მრავალპოლუსიან მსოფლიო წესრიგში. საქართველოს გადარჩენის, განვითარების და გამთლიანების გასაღები ინტერესთა ბალანსშია და არა 30 წელი, “ღია კარში” ცალ ფეხზე დგომაში!
ვისთვის ჩრდილოეთიდან და ვისთვის დასავლეთიდან, მაგრამ მზე ჭეშმარიტად აღმოსავლეთიდან ამოდის!" - წერს შაქარიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ჩინეთი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მას ესაუბრება პატივისცემის, სტატუსისა და პრაქტიკული ინტერესის ენით, მაშინ როცა ბრიუსელიდან თბილისი წლების განმავლობაში ისმენს მორალისტური, უსამართლო და ანტიქართული რიტორიკის მუდმივ ნიაღვარს
დავით ქართველიშვილი On.ge - ზე: ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი ონლაინ მედია, ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე არიან "ვებ - გვერდიანი NGO - ები" და ზუსტად იგივე მავნებლურ როლს ასრულებენ ქვეყნისთვის
შალვა პაპუაშვილი გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ აზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს
დავით ქართველიშვილი: მიხაელ გალერი ევროპარლამენტის ტიპიური "ცოფიანი ქოფაკია", რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს
საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში
არქივი