თამარ ჩიბურდანიძე: საქართველოში  გარდაუვალი აღმავლობის ხანა იწყება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
484 31 ივლისი 2023, 16:20
„ამ ისტორიული ფაქტის შემდეგ ოპოზიცია განწირული ხმით გაჰკივის. მესმის და შევდივარ მათ მდგომარეობაში, თუ რამდენად მძიმეა ამის შეგუება მათთვისაც და მათი ლობისტებისთვისაც“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, საქართველო-ჩინეთს შორის პარტნიორული ურთიერთობა ისტორიული მოვლენაა და რადიკალური ოპოზიცია ტრადიციულად ნეგატიურადაა განწყობილი ქვეყნის სასიკეთოდ მომხდარი ცვლილებების მიმართ.

„საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დასრულდა. გაფორმდა სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტი, რომელიც გულისხმობს ოთხ მიმართულებას: პოლიტიკურს, ეკონომიკურს, კულტურულს და საერთაშორისოს. ეს არის  უდიდესი მიღწევა დღევანდელი ხელისუფლების. 

მაშინ, როდესაც  დღეს თავად ევროპული სახელმწიფოები  მიისწრაფვიან ჩინეთთან სათანამშრომლოდ და ბევრი ამას ვერ ახერხებს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს უმაღლესი დონის შეხვედრები გაუმართეს და საქართველომ მიიღო სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტი. ვინც ოდნავ მაინც აზროვნებს და იცის, რისი წინაპირობაა ეს დოკუმენტი, მიხვდება, რომ საქართველოში გარდაუვალი აღმავლობის ხანა იწყება. 

ამ ისტორიული ფაქტის შემდეგ ოპოზიცია განწირული ხმით გაჰკივის. მესმის და შევდივარ მათ მდგომარეობაში, თუ რამდენად მძიმეა ამის შეგუება მათთვისაც და მათი ლობისტებისთვისაც.

ერთი რამ ფაქტია - სტრატეგიული თანამშრომლობა ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას ეკონომიკურ გაძლიერებაში ეხმარები. არა მხოლოდ იმათ, ვინც საერთაშორისო გრანტებშია ჩართული, არამედ, ყველას. ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა ყველა მოქალაქეზე უნდა აისახებოდეს. ჩინეთში საქართველოს ხელისუფლების ისტორიული ვიზიტი სწორედ ამის დასაწყისია“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი