ზურაბ ქადაგიძე: ეკა ბესელიამ დააანონსა, რომ „ქართული ოცნებიდან“ გასულები, 2024 წლის არჩევნებისთვის ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას აპირებენ - მოღალატეების, „ნასედკებისა“ და მექრთამეების „არაჩვეულებრივი“ პარტია შეიკვრება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1301 01 აგვისტო 2023, 10:17

რამდენიმე დღის წინ ეკა ბესელიამ დააანონსა, რომ თავის დროზე „ქართული ოცნებიდან“ გასულები 2024 წლის არჩევნებისთვის ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას აპირებენ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

ქადაგიძე თვლის, რომ “ქართული ოცნებიდან” წამოსული პირების გაერთიანება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში ერთ პროცენტსაც ვერ აიღებს.
მისი თქმით, მოღალატეების სიას თუ სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდება, არაჩვეულებრივი წრე შეიკვრება, თუმცა, რთული სათქმელია, რამდენად დათმობს ის პრეზიდენტის პოსტს ვადის ამოწურვამდე ორი თვით ადრე.

„რამდენიმე დღის წინ ეკა ბესელიამ დააანონსა, რომ თავის დროზე „ქართული ოცნებიდან“ გასულები 2024 წლის არჩევნებისთვის ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას აპირებენ.

ერთი წამით გავიხსენოთ, ვინ შეიძლება იყოს მოაზრებული ასეთ გაერთიანებაში: ეკა ბესელია, გია ხუხაშვილი, გიორგი გახარია, ზვიად კვაჭანტირაძე, გედი ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, დათო ჭიჭინაძე, თამარ ჩუგოშვილი, ზვიად ძიძიგური.

დამეთანხმებით, რომ მოღალატეების, „ნასედკებისა“ და მექრთამეების „არაჩვეულებრივი“ პარტია შეიკვრება. ჩამოთვლილთაგან თითოეულს ამ სამი ეპითეტიდან მინიმუმ ერთი მაინც მიესადაგება.

მოღალატეების ამ „თანავარსკვლავედს“ სალომე ზურაბიშვილსაც თუ დავუმატებთ, არაჩვეულებრივი წრე შეიკვრებოდა. თუმცა, რამდენად შეელევა ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობას ვადის გასვლამდე ორი თვით ადრე, რთული სათქმელია.

მოღალატეების, „ნასედკებისა“ და მექრთამეების ეს პარტია საპარლამენტო არჩევნებში ერთ პროცენტსაც ვერ აიღებს. ამიტომ, პრინციპში, მის შექმნაში ცუდს ვერაფერს ვხედავ“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი