ლევან ჭოტორლიშვილი: დაქირავებული აქტივისტების დავალებაა შექმნან ხმაური და გაატელევიზორონ ნაცმედიით, რომ მთელ მსოფლიოში ხალხმა ნახოს, საქართველო ტურისტებისათვის საშიში ქვეყნაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1212 01 აგვისტო 2023, 12:16
ხშირად გაიგონებთ ფრაზას, იმისათვის რომ დამოუკიდებელი და თავისუფალი იყოს, ადამიანს სჭირდება პროფესია და შემოსავალი. ქვეყანასაც ზუსტად ასე სჭირდება შემოსავალი რომ არ იყოს დამოკიდებული მათხოვრულ გრანტებზე და დახმარებებზე, - ამის შესახებ გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მთავარი ეკონომიკური ზიანი რაც შეიძლება ტურისტულ ქვეყანას მიაყენო არის ქსენოფობია ტურისტების მიმართ. გარდა ამისა, ჭოტორლიშვილის თქმით, სატრანსპორტო დერეფანი, რომელსაც ჩინეთი აშენებს, უნდა გახდეს ეკონომიკური სტაბილურობის გარანტი საქართველოსთვის, რისთვის ხელის შეშლასაც რადიკალური ოპოზიცია ქვეყანაში ხმაურის და ქსენოფობიური გარემოს შექმნით ცდილობს. “ხშირად გაიგონებთ ფრაზას, იმისათვის რომ დამოუკიდებელი და თავისუფალი იყოს ადამიანს სჭირდება პროფესია და შემოსავალი. ქვეყანასაც ზუსტად ასე სჭირდება შემოსავალი რომ არ იყოს დამოკიდებული მათხოვრულ გრანტებზე და დახმარებებზე. ჩვენი დაუძინებელი მეგობრები ცდილობენ ქვეყანას გადაუკეტონ შემოსავლის წყარო. მათ თავის დროზე მოახერხეს ჩვენი მრეწველობის და სოფლის მეურნეობის განადგურება და ეხლა მიადგნენ ტურიზმს. გაიხსენეთ მათი განცხადებები რომ საქართველოში ზედმეტად ბევრი ტურისტია. მთავარი ეკონომიკური ზიანი რაც შეიძლება ტურისტულ ქვეყანას მიაყენო არის ქსენოფობია ტურისტების მიმართ. ამ სქემით მოქმედებს ნაციონალური მოძრაობა და მათი ტელევიზიები. განსაკუთრებულ აგრესიას ავლენენ თურქული ტურისტული გემების მიმართ. სატრანსპორტო არტერია რომელსაც საქართველოში ჩინეთი აშენებს გადის თურქეთზე. ეს სატრანსპორტო დერეფანი უნდა გახდეს ეკონომიკური სტაბილურობის გარანტი. სწორედ ამ კავშირის გაწყვეტას ცდილობს ახლა ნაცმოძრაობა თურქოფობიით და თურქულ სატრანსპორტო საშუალებებზე თავდასხმით. დაქირავებული აქტივისტების დავალებაა შექმნან ხმაური და გაატელევიზორონ ნაცმედიით, რომ მთელ მსოფლიოში ხალხმა ნახოს, საქართველო ტურისტებისათვის საშიში ქვეყნაა. რაც მეტ ეკონომიკურ ზარალს ნახავს ქვეყანა, მით უფრო მძიმე იქნება სოციალური ფონი. გაიზრდება უკმაყოფილო ხალხის რაოდენობა. ეს კი ნაციონალების აზრით შექმნის გადატრიალების საფუძველს. გადატრიალების მიზანი კი ქვეყნის ომში ჩათრევა და მეორე ფრონტის გახსნაა. ასე რომ ნებისმიერი ადამიანი ვინც მხარს უჭერს ქსენოფობიას ტურისტების მიმართ, მხარს უჭერს საქართველოში ომის დაწყებას. უწიგნურები და დებილები არიანო, ვერ ხვდებიან რას აკეთებენო ამ ხალხის გასამართლებად არ გამოდგება. იმიტომ რომ საქმე ეხება ქვეყნისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს.” - წერს ჭოტორლიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი