ვატო შაქარიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ზღვით შემოსვლაში ყოფილა მთელი საიდუმლო, რომელიც ასე ეხება მათ უფაქიზეს პატრიოტულ გრძნობებს - ვინც ამას თუნდაც ტაშს უკრავს სოც-მედიაში, ისინი უდიდესი დანაშაულის თანამონაწილეები ხდებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1276 01 აგვისტო 2023, 13:21
აშშ-ის საელჩოში არის ერთი ჯადოსნური ჯოხი, რომლითაც ამერიკული კანონი თარგმანში გახდა - რუსული, ხოლო პალაუს რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავი და თურქული კომპანიის მიერ ოპერირებული საკრუიზო გემი - რუსულ ლაინერად გადაიქცა! - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის “საქართველო უპორველეს ყოვლისა” დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს.
მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობდა, მოსახლეობა დაერწმუნებინა, რომ საკრუიზო ლაინერით შემოსული რუსი ტურისტი უფრო სახიფათოა, ვიდრე სახმელეთო ან საჰაერო გზით შემოსული. შაქარიშვილი ტურისტების მაღალი მხარჯველუნარიანობის გარდა, ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ გემის ოპერატორი კომპანია საკმაოდ დიდ თანხებს იხდის საპორტო მომსახურებისთვის, საკრუიზო მარშრუტში მოხვედრა კი, პორტისა და ქალაქისთვის პრესტიჟის საკითხია. იგი მიიჩნევს, რომ ქვეყნის წარმატების ზრდის პარალელურად გაიზრდება რადიკალების მიერ ვითარების არევის მცდელობები. “აშშ-ის საელჩოში არის ერთი ჯადოსნური ჯოხი, რომლითაც ამერიკული კანონი თარგმანში გახდა - რუსული, ხოლო პალაუს რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავი და თურქული კომპანიის მიერ ოპერირებული საკრუიზო გემი - რუსულ ლაინერად გადაიქცა! ნაც-ლიბერალებისგან და მათი მედიებისგან ორმაგი სტანდარტები, ტყუილი, მავნებლობა, ფარისევლობა აღარ გვიკვირს, მაგრამ კრუიზის გარშემო ატეხილი ისტერია, მათივე რეკორდებსაც კი ხსნის! ნაც-ლებერალებისთვის არ არსებობს მორალურ-ინტელექტუალური ფსკერი, რომელსაც ვერ გადალახავენ! მხოლოდ კოლექტიური ნაც-მოძრაობის მხარდამჭერი შეიძლება იყოს საკუთარი სიბეცით და მავნებლობით ასე აჟიტირებული, სიგიჟემდე გახარებული და ამაყი! ნაც-მედიები და უტიფარი პოლიტიკოსები დღეების განმავლობაში ცდილობდნენ ხალხი დაერწმუნებინათ იმაში, რომ გემით შემოსული ტურისტი არის განსაკუთრებულად “სახიფათო,” უფრო მეტად რუსი და უფრო მეტად პუტინისტი, ვიდრე სახმელეთო ან საჰაერო გზებით შემოსული. სწორედ ზღვით შემოსვლაში ყოფილა მთელი საიდუმლო, რომელიც ასე ეხება მათ უფაქიზეს პატრიოტულ გრძნობებს. მადლობა ღმერთს, მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანის გაბითურება შეძლეს, მაგრამ ამ უკიდურესად მდაბიო, წარმოუდგენელ სიყალბეზე აგებული პროვოკაციით ის მაინც მოახერხეს, რომ კომპანიამ საკრუიზო მარშრუტიდან ბათუმის გაჩერება ამოიღო… კრუიზის შემადგენლობა, რომელიც სამი ქვეყნის, ათამდე პორტში ჩერდება, ცხადია ინტერნაციონალურია. აღნიშნულ გემზე იმყოფებოდენ - თურქეთის, რუსეთის, ისრაელის, ყაზახეთის და სხვა ქვეყნების მოქალაქეები. სინამდვილეში, კრუიზით შემოსული ტურისტი მართლაც განსხვავებულია, პოზიტიური გაგებით! ის 10-12 საათს ატარებს კონკრეტულ ქალაქში, მაგრამ მხარჯველუნარიანობიდან გამომდინარე, უფრო მეტს ხარჯავს ამ მოკლე დროში, ვიდრე სხვა გზით შემოსული ტურისტი ხარჯავს უფრო ხანგრძლივ პერიოდში. გარდა ამისა, გაჟღერდა, რომ გემის ოპერატორი კომპანია საკმაოდ დიდ თანხებს იხდის საპორტო მომსახურებისთვის, რაც დამატებითი შემოსავალია ბიუჯეტში. ამასთან, საკრუიზო მარშრუტში მოხვედრა პორტისთვის და მთლიანად ქალაქისთვის პრესტიჟის საკითხია და საშუალებას იძლევა უფრო მეტი კომპანია და ქვეყანა დავაინტერესოთ ამ მიმართულებით. ასე რომ, ამ ყველაფერზე თავდასხმა არის ქვეყნის ღალატი და მტრული საქმიანობა! ყველამ უნდა იცოდეს, ვინც ამას თუნდაც ტაშს უკრავს სოც-მედიაში, რომ ამით ისინი უდიდესი დანაშაულის თანამონაწილეები ხდებიან! უგუნურება, უცოდინრობა, პროპაგანდის გავლენა, არ ამსუბუქებს პასუხისმგებლობას, როდესაც ასეთი უკიდურესად მდაბიო, ფარისევლური ქმედებით შენ ერთნაირად ხელყოფ ქვეყნის წარსულს, აწმყოსა და მომავალს! ნაცების, ზოგადად დესტრუქციული ოპოზიციის და მათი პატრონების სურვილი ქვეყნის არევასთან დაკავშირებით, საქართველოს წარმატების პირდაპირპროპორციულად იზრდება! ეს უკანასკნელი პროვოკაციაც იყო პასუხი, საქართველო-ჩინეთს შორის ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმების გაფორმებაზე! მტრები ყეფას გააძლიერებენ, მაგრამ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მყარად გააგრძელებს მშვიდობის, განვითარების და გაერთიანების გზაზე სვლას!!!” - წერს ვატო შაქარიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი