ლევან ჭოტორლიშვილი: შოვში ღვარცოფი ჩვენ გვეწყინა, ოპოზიციას გაუხარდა - არიქა, რამენაირად დავუკავშიროთ ეს ღვარცოფი ხიდაშელს, ხიდაშელი ბიძინას, ბიძინა ჩინეთს და რუსეთსო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
887 03 აგვისტო 2023, 20:07
შოვში ღვარცოფი ჩვენ გვეწყინა, ოპოზიციას გაუხარდა - ამის შეაახებ გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს. 

მისი განცხადებით, შოვში მეწყერის ჩამოწოლის ფაქტზე, ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების რეაქცია ადასტურებს, რომ ისინი უბედურ შემთხვევებში საკუთარ შანსს ხედავენ და ცდილობენ, საქართველოში რაც შეიძლება მეტი მსგავსი შემთხვევა მოხდეს.

ჭოტორლიშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოება ამ ყველაფერს ხედავს და სწორედ ამიტომ არ აძლევს ხმას ოპოზიციას.


“შოვში ღვარცოფი ჩვენ გვეწყინა. ოპოზიციას გაუხარდა. არიქა რამენაირად დავუკავშიროთ ახლა ეს ღვარცოფი ხიდაშელს, ხიდაშელი ბიძინას, ბიძინა ჩინეთს და რუსეთსო. ნებისმიერ უბედურებაში რომელიც საქართველოში ხდება ოპოზიცია ეძებს შანსს და ცდილობს უბედურებები რაც შეიძლება ბევრი იყოს. 

ხალხი ამას ხედავს და ამიტომ არ აძლევს ხმას ოპოზიციას. რაც არ უნდა არ მოსწონდეთ ოცნება, ოპოზიციას არ მისცემენ ხმას. იმიტომ რომ მთელი ოპოზიცია ბოროტი, ამბიციური გულნამცეცა ხალხია.” - წერს ლევან ჭოტორლიშვილი.

მეწყერი შოვში დღეს ჩამოწვა. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიებები.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი