დავით ქართველიშვილი: ლიბერალურმა თავხედობამ და აღვირახსნილობამ ჩრდილიდან გამოიყვანა ისეთი ნაცისტური და მემარჯვენე-ცენტრისტული ძალები, როგორც არის მაგალითად Britain First და კელტურ წარმართულ სარწმუნოებაზე დაფუძნებული სხვა დაჯგუფებები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
664 14 აგვისტო 2023, 20:50
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში, დიდ ბრიტანეთში ულტრამემარჯვენე დაჯგუფება Patriotic Alternative - ის მიერ, ახალი მოძრაობის დაფუძნებას ეხმაურება.  

ქართველიშვილის თქმით, ეს მოძრაობა შეიქმნა 2020 წელს აშშ-ში დაფუძნებული Black Lives Matter-ის საპირწონედ. 

 „მოსალოდნელ პროცესებს ეყრება საფუძველი სამყაროში, დიდი ბრიტანეთის ულტრამემარჯვენე დაჯგუფება Patriotic Alternative-მა 9-13 აგვისტოს საფუძველი ჩაუყარა მოძრაობა White Lives Matter-ის დაფუძნებას. სახელწოდებიდან გამომდინარე, ეს მოძრაობა შეიქმნა 2020 წელს აშშ-ში დაფუძნებული Black Lives Matter-ის საპირწონედ. Patriotic Alternative-ს აგვისტოს აქცია ჩატარდა სახელწოდებით „თეთრების მხარდამჭერი საერთაშორისო დღე“. მოძრაობის აქტივისტებმა შექმნეს კრეატიული ინსტრუმენტები (ბანერები, პლაკატები, გრაფიტი, მაისურები) იმ მოსაზრების გასავრცელებლად, რომ თეთრები წარმოადგენენ დიდი ბრიტანეთის აბორიგენ რასას და მათი უფლებები არაფრით არ ჩამოუვარდება შავკანიანების უფლებებს. აქციაზე გაჟღერდა შემდეგი ძირითადი ლოზუნგები: „თეთრკანიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანია“, „ჩვენ ვერ შეგვავიწროებთ“, „ჩვენ არ გვეკითხებით?“ და ა.შ. აქცია მხარდაჭერილი იქნა მთელ რიგ ქვეყანაში, მათ შორის ავსტრალიაში. აქციას მხარი დაუჭირა შვედეთის ნეონაცისტურმა „წინააღმდეგობის ჩრდილოელმა მოძრაობამ“, რომლის ამოცანებშია ერთიანი ნაციონალ-სოციალისტური რესპუბლიკის შექმნა შვედეთის, ფინეთის, ნორვეგიის, დანიის, ისლანდიის და ბალტიისპირეთის ქვეყნების ბაზაზე. ასეა თუ ისე, ლიბერალურმა თავხედობამ და აღვირახსნილობამ ჩრდილიდან გამოიყვანა ისეთი ნაცისტური და მემარჯვენე-ცენტრისტული ძალები, როგორც არის მაგალითად Britain First და კელტურ წარმართულ სარწმუნოებაზე დაფუძნებული სხვა დაჯგუფებები. და ეს მხოლოდ დასაწყისია“, - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი