ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციაზე: ყველანაირ ხერხსა და მეთოდს მიმართავენ, რომ როგორმე გააბაიბურონ პრემიერის ისტორიული ვიზიტი და გააშავონ საქართველოსთვის უპრეცედენტო მასშტაბის გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება - ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
617 15 აგვისტო 2023, 10:44

საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტს რომ ვერაფერი მოუხერხეს და სკანდალური ვერაფერი იპოვეს, ახლა ახალი კამპანია - ირაკლი ღარიბაშვილის კერძო საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გასკანდალურება დაიწყეს,- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტის გარშემო ქართული ოპოზიციის მიერ ატეხილ აჟიოტაჟს.

ქადაგიძის თქმით, როდესაც ოპოზიციამ საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გაფორმებულ დოკუმენტს ვერაფერი მოუხერხა, ნარატივი შეცვალა და ირაკლი ღარიბაშვილის ჩინურ კომპანიაში მუშაობაზე დაიწყეს აქცენტის გადატანა.

სიგიჟეებსაც აქვს ლოგიკა, თუმცა რასაც „გრანტიყლაპიები“ კადრულობენ უკვე ფსკერია. ყველანაირ ხერხსა და მეთოდს მიმართავენ, რომ როგორმე გააბაიბურონ პრემიერის ისტორიული ვიზიტი და გააშავონ საქართველოსთვის უპრეცედენტო მასშტაბის გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება - ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა.

საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტს რომ ვერაფერი მოუხერხეს და სკანდალური ვერაფერი იპოვეს, ახლა ახალი კამპანია - ირაკლი ღარიბაშვილის კერძო საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გასკანდალურება დაიწყეს.

არადა ამ კომპანიაში ის მხოლოდ კონსულტანტად მუშაობდა ერთი წელი და კომპანიის ფუნქციონირებასთან არანაირი შემხებლობა ექნებოდა, თუმცა ჩვენმა “გრანტიყლაპია” რადიო თავისუფლებამ ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრა, მაინც უტიფრად დააკავშირა სტრატეგიული პარტნიორობა და კერძო კომპანია…

მეორე ფოტოზე მონიშნული მაქვს ის აბსურდი, რასაც ეს ჟურნალისტობას ამოფარებული ცუმბუშები კადრულობენ - ანუ, კერძო კომპანია არის ტოქსიკურიო და რატომ გადაწყვიტა მთავრობამ სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთანო. პარადოქსია არა, ერთი კომპანია და მთლიანი ჩინეთი ერთი ყოფილა?!

ალოო, მანდ ჭკუათმყოფელი ხართ ვინმე? რა დონეზე ხართ დაშვებული ვერ ატყობთ?!" - წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი