დავით ქართველიშვილი: ის, რომ ხელისუფლების „ამყირავებლები“ ხელოვნურად აგორებული „მაიდანიზაციის“ მცდელობისას, ამ ჯერზე გამიზნულად შეეცდებიან სისხლისღვრისა და სამოქალაქო დაპირისპირების მწვავე ფაზის პროვოცირებას - ეჭვებს თითქმის აღარ იწვევს...
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
657 21 აგვისტო 2023, 16:50
„აშშ-ს ყოფილი ელჩი კელი დეგნანი ღიად ახმოვანებს, თუ რა „ლიბრეტოს“ თანხლებით ჩაივლის ჩვენთვის 2024 წლის წინასაარჩევნო და პოსტსაარჩევნო პერიოდი: არჩევნები გამოცხადდება „გაყალბებულად“, რამეთუ ვერც ერთი „ჰოროსკოპის“ მონაცემებით, ხელისუფლებაში „ნაცსექტის “ დაბრუნება ვერ მოხდება“,- ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, საქართველოს წინ ელის ერთ-ერთი ყველაზე რთული კალენდარული წელიწად-ნახევარი და რეალური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად  მთავარი ტესტი.




„შემოდგომის დაწყებამდეც კი არ გვასვენებენ. რა გაეწყობა, შევაჯამოთ მათი მორიგი „ინტერმედია“, ანუ „ცხელი“ შემოდგომის „პრელუდია“: 

აშშ-ს ყოფილი ელჩი კელი დეგნანი ღიად ახმოვანებს, თუ რა „ლიბრეტოს“ თანხლებით ჩაივლის ჩვენთვის 2024 წლის წინასაარჩევნო და პოსტსაარჩევნო პერიოდი: არჩევნები გამოცხადდება „გაყალბებულად“, რამეთუ ვერც ერთი „ჰოროსკოპის“ მონაცემებით, ხელისუფლებაში „ნაცსექტის “ დაბრუნება ვერ მოხდება.

 მიზანმიმართულად მიმდინარეობს სწორედ იმ ახალი საარჩევნო სისტემის დისკრედიტაცია, რომლის სასწრაფო წესით შემოღებას ასე გვაჩქარებდნენ, როგორც ჩანს, სწორედ იმ მიზნით, რომ მის „არასრულყოფილებაზე“ აეგოთ „გაყალბების“ თავისი ფეიკ-კამპანია.

 დიდი ალბათობით, საქართველოში მოხდება გრძელვადიანი მისიის „დესანტირება", წინასაარჩევნო პერიოდის "მონიტორინგის" მიზნით, რეალურად კი,  საქართველოში მივლინებული იქნებიან „ფერადი რევოლუციებისა“ და "მაიდანის" გამოცდილი ტექნოლოგები.

 ამ „მონიტორინგის“ ჯგუფებს კოორდინაციას გაუწევენ რამოდენიმე კვირაში თბილისში ჩამოსასვლელი აშშ-ს ახალი ელჩი და მისი მოადგილე.

 სექტემბრისთვის მოსალოდნელია ადგილობრივ რევოლუციონერთა ფონდში რამოდენიმე ასეული მილიონი დოლარის ოდენობის ტრანშის შემოდინება.

 პოლონეთში, ქალაქ გლივიცეში (კატოვიცესთან) გრძელდება სპეციალურ ბანაკებში, სამხედრო სწავლების ილეთების შემცველი ტრენინგები, რამოდენიმე ასეული ქართველი „ზონდერ-ბოევიკისთვის“ .

 უკრაინაში მზად არიან, საქართველოში პოლიტიკურად ანგაჟირებული მეომრების, დესანტირებისათვის.

 ევროკომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების მაკონტროლებელი ძალები ფხიზლად ადევნებენ თვალყურს საქართველოს ევროპერსპექტივის  მომავალთან დაკავშირებით, „საჭირო“ დროს, „საჭირო“ გადაწყვეტილების მისაღებად „საჭირო“ ღილაკზე თითის დასაჭერ გარემოებებს.

 თბილისისა და პეკინის სტრატეგიული დაახლოების გამო უკიდურესად უკმაყოფილო მოსკოვი, ორმაგი ყურადღებით დააკვირდება „ცხელი შემოდგომის“ სცენარის განვითარებას, მოვლენების „სარისკო“ და „სახიფათო“ კატეგორიებად შეფასების შემთხვევაში, ცხინვალისა და სოხუმის „დაცვის“ გაძლიერების მიზნით, აქ სამხედრო კომპონენტის გასაძლიერებლად.

 ის, რომ ხელისუფლების „ამყირავებლები“ ხელოვნურად აგორებული „მაიდანიზაციის“ მცდელობისას, ამ ჯერზე გამიზნულად შეეცდებიან სისხლისღვრისა და სამოქალაქო დაპირისპირების მწვავე ფაზის პროვოცირებას - ეჭვებს თითქმის აღარ იწვევს...

ჩვენ გველის ერთ-ერთი ყველაზე რთული კალენდარული წელიწად-ნახევარი. ანუ, ჩვენი რეალური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად  მთავარი ტესტი. მოწინააღმდეგის გეგმები  ვიცით. მთავარია თითოეული ჩვენგანის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის მზადყოფნაში ვიყოთ დარწმუნებული. რაც შეეხება ხელისუფლებას, თუ შეცდომებს არ დაუშვებს, უფლისა და ჩვენს მხარდაჭერაში ეჭვი ნუ შეეპარება“, - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ჩინეთი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მას ესაუბრება პატივისცემის, სტატუსისა და პრაქტიკული ინტერესის ენით, მაშინ როცა ბრიუსელიდან თბილისი წლების განმავლობაში ისმენს მორალისტური, უსამართლო და ანტიქართული რიტორიკის მუდმივ ნიაღვარს
დავით ქართველიშვილი On.ge - ზე: ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი ონლაინ მედია, ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე არიან "ვებ - გვერდიანი NGO - ები" და ზუსტად იგივე მავნებლურ როლს ასრულებენ ქვეყნისთვის
შალვა პაპუაშვილი გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ აზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს
დავით ქართველიშვილი: მიხაელ გალერი ევროპარლამენტის ტიპიური "ცოფიანი ქოფაკია", რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს
საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში
არქივი