დავით ქართველიშვილი: ამ დამარცხებულ მდგომარეობაში 11 წლის განმავლობაში ყოფნის მიუხედავად, სექტანტების ბელადის თანაშემწე, ხაბეიშვილი, უბედავს საქართველოს, 2024 წლის არჩევნებზე უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის შანსებზე ილაპარაკოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
552 22 აგვისტო 2023, 18:23
„სააკაშვილის უცხო ქვეყნის მოქალაქეობას ხაბეიშვილი უწოდებს „რუსული ოცნების მანიპულაციას“, რომელიც არ უნდა იქნას მიღებული მხედველობაში მომავალი არჩევნების დროს. ხოლო თუ 2024 წლის ოქტომბრამდე სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი და მას შეუზღუდავენ არჩევნებში მონაწილეობას, არჩევნებს არალეგიტიმურად გამოაცხადებენ“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ბიძინა ივანიშვილს იმის უფლებაც კი არ ჰქონდა, რომ საქართველოს მოქალაქეობის პარალელურად საფრანგეთის მოქალაქეობა მიეღო, ახლა სასაცილოც კია საუბარი უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის შანსებზე 2024 წლის არჩევნებზე.
„2011 წლის ოქტომბერში სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა იმ მოტივით, რომ 2004 წელს მიღებული საქართველოს მოქალაქეობის შემდეგ 2010 წელს მან საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. ზუსტად ერთ წელიწადში, მას შემდეგ, რაც სექტანტებმა საპარლამენტო არჩევნები წააგეს 2012 წლის ოქტომბერში, მიხეილ სააკაშვილმა მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 27-ე და 33-ე მუხლების შესაბამისი პუნქტების საფუძველზე მიიღო მორიგი გადაწყვეტილება: ბიძინა ივანიშვილს აღუდგეს საქართველოს მოქალაქეობა, ოღონდ მას შემდეგ, რაც ის უარს იტყვის საფრანგეთის მოქალაქეობაზე. სხვანაირად ბიძინა ივანიშვილის როლი და ადგილი ქართულ პოლიტიკაში დამარცხებული სექტანტების მიერ ეჭვის ქვეშ განიხილებოდა. ამ დამარცხებულ მდგომარეობაში 11 წლის განმავლობაში ყოფნის მიუხედავად, სექტანტების ბელადის თანაშემწე შეურაცხადობის საკითხებში, ხაბეიშვილი, უბედავს საქართველოს, 2024 წლის არჩევნებზე უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის შანსებზე ილაპარაკოს. იმ უცხოელი ბელადის შანსებზე, რომელმაც ნებაყოფლობით დათმო მამულიც, ენაცა და მოქალაქეობაც. „უცხო ქვეყნის მოქალაქის ციხეში ყოფნის პირობებში საქართველოში თავისუფალ არჩევნებზე საუბარი არის ანეკდოტი“ - ბრძანებს უსამშობლო ჯამბაზი და ოლიგოფრენი ხაბეიშვილი. ამით ის ფაქტობრივად იმ მეინსტრიმს მიჰყვება, რომელიც წასვლის წინ ქართველებს კელი დეგნანმა დაუტოვა: არ გვაინტერესებს არც თქვენი საარჩევნო სისტემა, არც თქვენი კანონმდებლობა. სექტანტების დამარცხება მომავალ არჩევნებში მათ გაყალბებასთან იქნება გაიგივებული. სააკაშვილის უცხო ქვეყნის მოქალაქეობას ეს ერთუჯრედიანი მავნებელი უწოდებს „რუსული ოცნების მანიპულაციას“, რომელიც არ უნდა იქნას მიღებული მხედველობაში მომავალი არჩევნების დროს. ხოლო თუ 2024 წლის ოქტომბრამდე სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი და მას შეუზღუდავენ არჩევნებში მონაწილეობას, არჩევნებს არალეგიტიმურად გამოაცხადებენ. ამიტომაც ამ შეურაცხადი უსამშობლო ბრბოს „პოლიტიკური ორგანიზაცია“, როგორც სახელმწიფოს, კონსტიტუციის, კანონმდებლობის წინააღმდეგ მებრძოლი აგრესიული სექტა, კანონგარეშე უნდა გამოცხადდეს!“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ჩინეთი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მას ესაუბრება პატივისცემის, სტატუსისა და პრაქტიკული ინტერესის ენით, მაშინ როცა ბრიუსელიდან თბილისი წლების განმავლობაში ისმენს მორალისტური, უსამართლო და ანტიქართული რიტორიკის მუდმივ ნიაღვარს
დავით ქართველიშვილი On.ge - ზე: ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი ონლაინ მედია, ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე არიან "ვებ - გვერდიანი NGO - ები" და ზუსტად იგივე მავნებლურ როლს ასრულებენ ქვეყნისთვის
შალვა პაპუაშვილი გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ აზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს
დავით ქართველიშვილი: მიხაელ გალერი ევროპარლამენტის ტიპიური "ცოფიანი ქოფაკია", რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს
საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში
არქივი