ირაკლი ლატარია: ეს ის თეა გოდოლაძეა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა რათა შოვის ტრაგედია ბოლომდე დაებრალებინა ხელისუფლებისთვის, როდესაც გმირი მაშველები ღამეებს ათენებდნენ, რომ ერთი ადამიანის სიცოცხლე მაინც გადაერჩინათ, მწამებელთა პარტიას კოჭს უგორებდა და წარმოუდგენელ ისტორიებს თხზავდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
712 22 აგვისტო 2023, 20:20
ექსპერტი ირაკლი ლატარია თეა გოდოლაძის მიერ ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „ეს ის თეა გოდოლაძეა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა რათა შოვის ტრაგედია ბოლომდე დაებრალებინა ხელისუფლებისთვის და მაშინ, როდესაც გმირი მაშველები ღამეებს ათენებდნენ რათა ერთი ადამიანის სიცოცხლე მაინც გადაერჩინათ, მწამებელთა პარტიას კოჭს უგორებდა და წარმოუდგენელ ისტორიებს თხზავდა“.


მისი თქმით, თეა გოდოლაძე ისედაც დაზაფრულ მოსახლეობას ბოლომდე ამწარებდა თავისი ვითომ კომპეტენტური და რეალურად ბოროტი დასკვნებით.
„წარმოგიდგენიათ გოდოლაძის ადგილას არა ნაცი რომ იყოს რას იზამდა მწამებელთა პარტია და მათი წარმომადგენლები? ალბათ აქციასაც გამართავდნენ სახელწოდებით: ,,არასრულწლოვნებს აწამებენ". ეს ის გოდოლაძეა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა რათა შოვის ტრაგედია ბოლომდე დაებრალებინა ხელისუფლებისთვის და მაშინ, როდესაც გმირი მაშველები ღამეებს ათენებდნენ რათა ერთი ადამიანის სიცოცხლე მაინც გადაერჩინათ - ქალბატონი თეა : მწამებელთა პარტიას კოჭს უგორებდა და წარმოუდგენელ ისტორიებს თხზავდა და ისედაც დაზაფრულ მოსახლეობას, ბოლომდე ამწარებდა თავისი ვითომ კომპეტენტური და რეალურად ბოროტი დასკვნებით .... არ შევალ გოდოლაძის ბრალეულობაში, მაგრამ რაც ხდება მის თავს, ამაზე დიდი საშინელება ცოტა რამ თუ შეიძლება არსებობდეს... მწამებლები ჩვენ გავუშვით ხელისუფლებიდან 2012 წელში და ისინი ვეღარასოდეს, ვეღარასოდეს მოუბრუნდებიან ქართველებს საწამებლად ..... ასეთი რამ მართლა არც კი წამიკითხავს არსად - შინაგანად იმდენად ბოროტები და ქართველთმოძულენი არიან, რომ შეუძლიათ იყვნენ კოვიდის, ღვარცოფის და ახლა უკვე - არასრულწლოვანთა მცემელთა მხარეს ... ძალიან სამწუხაროა რასაც ვხედავთ.. ღმერთმა აპატიოს ქალბატონ თეას, თურმე ეს ვინ ყოფილა“, - წერს ლატარია facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი