ლევან ნიკოლეიშვილი - ბასილაშვილი წინასწარ გაანადგურეს, ნაცების სახალხო დამცველმაც უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა "დაზარალებულს", თეა გოდოლაძის შემთხვევაში კი, დაზარალებული არასრულწლოვანი არავის გახსენებია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
672 23 აგვისტო 2023, 15:05
დილით ვწერდი, რომ ქართველი ლიბერალების ორმაგი სტანდარტი იმდენად ცხადი და აშკარაა, რომ ძალლიან ზუსტად და სწორად იმსახურებენ ქართველი ხალხის ზიზღს. ეს ბანერი ნინო ლომჯარიას უზნეობას ნათლად ადასტურებს, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც, არასრულწლოვნის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ თეა გოდოლაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა. ნიკოლეიშვილის თქმით, ქართველი ლიბერალების ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც სასამართლომ გაამართლა, წინასწარ გაანადგურეს, ხოლო თეა გოდოლაძის შემთხვევაში, დაზარალებული არასრულწლოვანი არავის გახსენებია. “დილით ვწერდი, რომ ქართველი ლიბერალების ორმაგი სტანდარტი იმდენად ცხადი და აშკარაა, რომ ძალლიან ზუსტად და სწორად იმსახურებენ ქართველი ხალხის ზიზღს. ეს ბანერი ნინო ლომჯარიას უზნეობას ნათლად ადასტურებს. როდესაც ბასილაშვილის ამბავი გახმაურდა, ადამიანი გაანადგურეს წინასწარ და მათ შორის ნაცების სახალხო დამცველმაც უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა "დაზარალებულს", რომელიც როგორც გაირკვა, სულაც არ ყოფილა დაზარალებული. აი თეა გოდოლაძის შემთხვევაში კი, დაზარალებული არასრულწლოვანი არავის გახსენებია. პირიქით, ეს ამბავი "პირად ამბად" გაასაღეს და მოძალადე გოდოლაძეს დაუჭირეს მხარი. აი ესაა ქართველი ლიბერალების ორმაგი სტანდარტი!”- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი