ნიკა გვარამია მარტივ ფორმულირებას სთავაზობს თავის მომხრეებს, იარონ პრიმიტიული ფორმულით - საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ხალხის აღქმაში სტატუსის არმიღება უნდა დაუკავშირდეს ხელისუფლებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
525 29 აგვისტო 2023, 15:33
ნიკა გვარამია მარტივ ფორმულირებას სთავაზობს თავის მომხრეებს, იარონ ერთი გზით, პრიმიტიული ფორმულით - საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ხალხის აღქმაში კანდიდატის სტატუსის არმიღება უნდა დაუკავშირდეს  ხელისუფლებას  - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ განუცხადა. 

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის მთავარი  ამოცანაა საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.

„პერსპექტივაში 2030 წელს გაფართოების რეალურ შანსს ხედავენ, იმიტომ, რომ როგორც მაკრონი ამბობს, დღეს ამ 27 წევრშიც კი არ არის ის სინქრონიზაცია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვალდებულებებზე  უარი უნდა ვთქვათ, პირიქით, არსებობს ასოცირების ხელშეკრულება და არსებობს ზედმიწევნით შესრულებული რეკომენდაციები.  როგორც ჩანს,  ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებობს ამ თემასთან დაკავშირებით გარკვეული აზრთა სახვადასხვაობა და არ არსებობს კონსენსუსი, ვინაიდან ათეული წლებია კანდიდატის სტატუსით იმყოფებიან მოლოდინის რეჟიმში გარკვეული ქვეყნები, მათ შორის ყველაზე დიდი ხანი თურქეთი და ყველა დანარჩენი სხვა. 
ნიკა გვარამია სხვაზე უფრო მეტად არის ამ საკითხებში ჩახედული, ან უფრო საღად მსჯელობს, ვინაიდან მან პირველმა დაინახა ის, რომ ამ თემით მანიპულირება არის უაზრო და უადგილო, აქედან გამომდინარე, მარტივ ფორმულირებას სთავაზობს თავის მომხრეებს, (ის რადიკალური ოპოზიციის ერთერთი ლიდერია), რომ იარონ ერთი გზით, პრიმიტიული ფორმულით - საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ხალხის აღქმაში კანდიდატის სტატუსის არმიღება უნდა დაუკავშირდეს  ხელისუფლებას, საქართველოს ხელისუფლებას უნდა დაბრალდეს ის, რომ სტატუსს ვერ მიიღებს, ანუ, ყველამ უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ საქართველომ სტატუსი ვერ მიიღოს, ეს არის მთავარი ამოცანა“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი