გია აბაშიძე: ევროკავშირის გაფართოება 2030 წლისთვის გადაიწევს. ეს უდიდესი იმედგაცრუებაა იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც კანდიდატის სტატუსი ათწლეულებია აქვთ და რეალური ნაბიჯის გადადგმას ელოდებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
771 29 აგვისტო 2023, 15:55
ჩვენთვის კარგად ნაცნობმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა დიდი ცივი წყალი გადაასხა ევროკავშირის ასპირანტ ქვეყნებს, თურმე ევროკავშირის გაფართოება 2030 წლისთვის გადაიწევს, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, ეს გზავნილი დიდი იმედგაცრუებაა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირის წევრობას უკვე ათეული წლებია, ელიან.

„ევროპულ მედიაში არის ცხარე კამათი ბრიუსელის ფარისევლობაზე სხვადასხვა საკითხზე. ჩვენთვის კარგად ნაცნობმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა დიდი ცივი წყალი გადაასხა ევროკავშირის ასპირანტ ქვეყნებს. თურმე ევროკავშირის გაფართოება 2030 წლისთვის გადაიწევს. ეს უდიდესი იმედგაცრუებაა იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც კანდიდატის სტატუსი უკვე ათწლეულებია აქვთ და ამაოდ ელოდებიან რეალური ნაბიჯის გადადგმას. რა გამოდის? 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულება 2030-მდე გადაიდო? საქართველოს არ ჰყავს ფლიდი ხელისუფლება. ყველა რჩევა რუდუნებით სრულდება. სამწუხარო მოცემულობაა, რომ გვყავს მოღალატე „ნაცოპოზიცია“, რომელიც ევროინტეგრაციას კი არა და სახელმწიფოს მტრობს ყველა შესაძლო ვითარებაში. „ნაცჭაობი“ დასაშრობია!” - წერს აბაშიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი