დავით ქართველიშვილი: გუშინ საღამოს, უკრაინის ქალაქ დნეპრში, სამობილიზაციო ღონისძიებების ფარგლებში, პოლიციელის მიერ ზურგში სროლის გზით, ლიკვიდირებული იქნა ჯუმბერ სილაგავა მეუღლისა და ორი მცირეწლოვანი ვაჟის თვალწინ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
725 31 აგვისტო 2023, 10:33
"მეორე დღეა უკრაინის სოციალურ ქსელებში მიდის "გმირი" პოლიციელის ქება-დიდების კამპანია და მისი დაჯილდოვებისკენ მოწოდებები," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს. 


მისი თქმით, უკრაინის ქალაქ დნეპრში პოლიციამ სამობილიზაციო ღონისძიებების ფარგლებში გააჩერა ჯუმბერ სილაგავა, რომელიც ზურგში გასროლით მოკლა ერთ-ერთმა პოლიციელმა, სილაგავას მეუღლისა და ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ახლა კი უკრაინულ სოციალურ ქსელებში მიმდინარეობს კამპანია, თითქოს სილაგავამ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, "გმირი" პოლიციელი კი უნდა დაჯილდოვდეს. 


"მაინც, რომ ვიცოდეთ. გუშინ საღამოს, უკრაინის ქალაქ დნეპრში, ნაგოიანის გამზირზე, სამობილიზაციო ღონისძიებების ფარგლებში, პოლიციის პატრულის მიერ გაჩერებული იქნა "იაგუარის" მარკის ავტომანქანა, რომლის მფლობელი იყო ქ. პეტრიკოვკის მაცხოვრებელი ჯუმბერ სილაგავა. აღსანიშნავია, რომ საჭესთან იყო მისი უკრაინელი მეუღლე. ჯუმბერ სილაგავასთან შელაპარაკების შედეგად, პოლიციელის მიერ ზურგში ცეცხლსასროლი იარაღით გასროლის გზით, ის ადგილზევე იქნა ლიკვიდირებული, მეუღლისა და ორი მცირეწლოვანი ვაჟის თვალწინ.

ამის შემდეგ, ბუტა რობაქიძის "სპეცოპერაციის" საუკეთესო ტრადიციებში, ადგილზე იქნა გათამაშებული სპექტაკლი, თითქოს მანქანას მართავდა თავად სილაგავა, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და აგრესიით გამოირჩეოდა პოლიციელის მიმართ, რომელმაც თავდაცვის მიზნით მოახდინა (მართალია ზურგში გასროლით) ჯუმბერ სილაგავას ლიკვიდირება. მეორე დღეა უკრაინის სოციალურ ქსელებში მიდის "გმირი" პოლიციელის ქება-დიდების კამპანია და მისი დაჯილდოვებისკენ მოწოდებები," - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი