დავით ქართველიშვილი: ამ ქვეყნის სუვერენიტეტის, კონსტიტუციის, სახელმწიფოებრიობის მოსინჯვას ქმედუნარიანობაზე, ხელისუფლება დამოუკუდებელი სახელმწიფოს პოზიციებიდან პასუხობს, რაც აგენტოკრატიულ წრეებში დაუფარავ გაღიზიანებას იწვევს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
546 01 სექტემბერი 2023, 18:19
"წარმომიდგენია, როგორ სურთ ხელისუფლების დღევანდელ გადაწყვეტილებას "რუსული იმპიჩმენტი" დაარქვან, მაგრამ რუსეთის ავტორიტარული რეჟიმი ამის პრეცედენტს არ იძლევა," - წერს “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ყოველ ჯერზე, როცა საქართველოს სუვერენიტეტის, კონსტიტუციის, სახელმწიფოებრიობის მოსინჯვა ხდება, ხელისუფლება ამ პროვოკაციებს დამოუკიდებელი სახელმწიფოს პოზიციიდან პასუხობს, რაც აგენტოკრატიული წრეებისთვის გამაღიზიანებელია.


“წარმომიდგენია, როგორ სურთ ხელისუფლების დღევანდელ გადაწყვეტილებას "რუსული იმპიჩმენტი" დაარქვან, მაგრამ რუსეთის ავტორიტარული რეჟიმი ამის პრეცედენტს არ იძლევა. თუმცა რად გინდა, როდესაც ხაზარაძეს აქვს "კრეატიული" ბრენდი: "რუსული ოცნება და მედვედევი" ზურაბიშვილს იმპიჩმენტს უცხადებენ. რად გინდა კონსტიტუცია, როდესაც ქვეყანაში "სამართლიანობის და გამჭვირვალობის" ეტალონად გიგაური და ლომჯარია გყავს.

რად გინდა ზოგადად სუვერენიტეტი, რომელზეც ყოველ ჯერზე ვიღაც მარკეტა გრეგოროვა ან კუბილიუსი თავის პოლიტიკურად აყროლებულ კიდურებს იწმენდენ. რად გინდა დამოუკიდებლობის დაცვა იქ, სადაც "სახელმწიფოებრიობა" სააკაშვილმა მოგვიტანა თურმე, ხოლო "ხალხად" და "საზოგადოებად" ამერიკის ყოფილი ელჩი აქ მხოლოდ IRI-ს და NDI-ს "რესპონდენტებს" თვლის.

ყოველ ჯერზე მიდის ამ ქვეყნის სუვერენიტეტის, კონსტიტუციის, სახელმწიფოებრიობის მოსინჯვა ქმედუნარიანობაზე და ყოველ ჯერზე ეს ხელისუფლება ამ განზრახ შემოგდებულ პროვოცირებას პასუხობს დამოუკუდებელი სახელმწიფოს პოზიციებიდან. აგენტოკრატიულ წრეებში, გინდ ქვეყნის შიგნით, გინდ მის გარეთ, ლაქიებისა და მარიონეტების სამყაროში ეს დაუფარავ გაღიზიანებას იწვევს. 

ამოცანა კი კვლავინდებურად მარტივია - ჩვენ ან სამათასწლოვანი სახელმწიფოებრიობის ისტორიის მატარებელი შვილები ვართ, რომლებმაც არაერთ იმპერიას გადავურჩით, ან 247-წლოვანი ისტორიის მქონე ქვეყნის კოლონია და გუბერნია, სადაც საკუთარი აგენტურის ხელისუფლებაში დაბრუნება განუხორციელებელ ამოცანად იქცა. დღეს კი მათ მორიგ "გავლენის აგენტს" მივუჩინეთ თავისი ადგილი და მათ უსაზღვროდ "შეშფოთებულ აღშფოთებასაც" რამენაირად გადავიტანთ.” - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ჩინეთი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მას ესაუბრება პატივისცემის, სტატუსისა და პრაქტიკული ინტერესის ენით, მაშინ როცა ბრიუსელიდან თბილისი წლების განმავლობაში ისმენს მორალისტური, უსამართლო და ანტიქართული რიტორიკის მუდმივ ნიაღვარს
დავით ქართველიშვილი On.ge - ზე: ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი ონლაინ მედია, ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე არიან "ვებ - გვერდიანი NGO - ები" და ზუსტად იგივე მავნებლურ როლს ასრულებენ ქვეყნისთვის
შალვა პაპუაშვილი გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ აზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს
დავით ქართველიშვილი: მიხაელ გალერი ევროპარლამენტის ტიპიური "ცოფიანი ქოფაკია", რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს
საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში
არქივი