ზურაბ ქადაგიძე ნიკა გვარამიას: ეგ განცვიფრება და სიხარული,რომ “ეკონომისტი” სააკაშვილით ინტერესდება საკუთარ სექტანტებში გაყიდე - მილიონი დოლარი აქვს გადახდილი გიული ალასანიას, რომელიც ამერიკული კანონის საფუძველზე გასაჯაროვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
703 02 სექტემბერი 2023, 18:27


*ეს არც ისეთი იდიოტია, როგორაც თავს გვაჩვენებს, უბრალოდ საკუთარი “ბაბლი” ხომ უნდა დააჯეროს, რომ მსოფლიო მედიას სააკაშვილის კუჭის პრობლემები ისე ადარდებს, რომ სტატიებს უძღვნიან", - ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე ნიკა გვარამიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ გამოცემა "The Economist"-ის მიერ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გამოქვეყნებული სტატია დიდი მნიშვნელობის მქონეა.

როგორც ქადაგიძე აცხადებს, მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მილიონი დოლარი გადაიხადა სააკაშვილის გათავისუფლებისთვის დაგეგმილ კამპანიაში, რომელმაც შედეგი ვერ მოიტანა.

მისივე თქმით, გვარამიას სიხარული დასავლური გამოცემის მიერ სააკაშვილით დაინტერესების თაობაზე, რადიკალების მხარდამჭერებზეა გათვლილი.

"ეს არც ისეთი იდიოტია, როგორაც თავს გვაჩვენებს, უბრალოდ საკუთარი “ბაბლი” ხომ უნდა დააჯეროს, რომ მსოფლიო მედიას სააკაშვილის კუჭის პრობლემები ისე ადარდებს,რომ სტატიებს უძღვნიან…

მილიონი დოლარი აქვს გადახდილი გიული ალასანიას,რომელიც ამერიკული ფედერალური კანონის საფუძველზე გასაჯაროვდა.

ერთი კამპანია აწარმოეს, როდესაც ბანგლადეშიდან დაწყებული ნაურუთი დამთავრებული, მედიები იუწყებოდნენ სააკაშვილის მოწამვლასა და ათას ინსინუაციებს და ამან რომ არ გაჭრა, საქართველოს დასანქცირებას ითხოვდნენ ოფიციალური ინსტიტუტებისგან, სადაც ფიგურირებდა მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი და ამერიკის საელჩოს წარმომადგენელიც კი.

ისიც ყველას ახსოვს, კელი დეგნანს რომ ჟურნალისტებმა ჰკითხეს “ფარას” გასაჯაროებულ დოკუმენტებზე და უტიფრად განაცხადა, არ წამიკითხავსო.

ასე რომ, ნიკუშ ეგ განცვიფრება და სიხარული, რომ “ეკონომისტი” სააკაშვილით ინტერესდება, საკუთარ სექტანტებში გაყიდე.

მილიონი რომ გადავიხადო, “ბიბისი” გააკეთებს სიუჟეტს ჩემზე, რა პრობლემაა?

შენ ფული თქვი, თორემ ყველაფერს იყიდი…" - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი