გია აბაშიძე დევიდ კრამერის განცხადებაზე: არცერთი უცხოელი აქტორის საქმე არაა სუვერენული საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
555 04 სექტემბერი 2023, 12:26
ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორის დევიდ კრამერის განცხადებას ეხმიანება. კრამერის თქმით „პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ არის სწორი გადაწყვეტილება - ეს არის მთავრობის მხრიდან მცდელობა, ძირი გამოუთხაროს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს“.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, არცერთი უცხოელი აქტორის საქმე არაა სუვერენული საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა. თუმცა, კოლექტიური კრამერებისთვის ნაცსექტიდან მიღებული სარგებელი დემოკრატიის პრინციპებზე უზენაესია.


„როგორც მოსალოდნელი იყო, აგენტოკრატიის ყოველწლიურ შეკრებას თბილისში ახალი გზავნილი დაემატა - კონსტიტუციის დამრღვევი ზურაბიშვილის იმპიჩმენტი "დაუშვებელია".
არცერთი უცხოელი აქტორის საქმე არაა სუვერენული საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა. თუმცა, კოლექტიური კრამერებისთვის ნაცსექტიდან მიღებული სარგებელი დემოკრატიის პრინციპებზე უზენაესია. გააგრძელონ შემდგომი მარგინალიზაცია. მსგავსი 'მესიჯებით' რიგში დგანან სხვა უტიფარი, ვერცხლისმოყვარე, პენსიაზე გასული ცალკეული ამერიკელი ექს-ჩინოსნები თუ მოქმედი ცალკეული ევროპარლამენტარები.“ - წერს აბაშეძე facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი